Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=710453&print=yes&view=jobs
 
ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მენეჯერი
მომწოდებელი: აქსის გრუპი
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 15 აპრილი
შპს "აქსის გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის (HSE) მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ჯანდაცვისა და უსაფრთხოების გეგმების, პროცედურების, წესების და მოთხოვნების შემუშავება;
** აღნიშნული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი;
** ადგილზე არსებული რისკების შეფასება, საფრთხეების ინდეტიფიცირება და მაკონტროლებელი ღონისძიებების შემუშავება;
** უსაფრთხოების ყოველდღიური ინსტრუქტაჟის მომზადება;
** უსაფრთხოების მონაცემთა ბაზის მომზადება;
** სახანძრო უსაფრთხოების წესების შესრულების მონიტორინგი და სახანძრო მოწყობილობების შემოწმება;
** სამშენებლო ობიექტზე სამუშაო მოვალეობების შესრულების პროცესში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტების, მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდეენტიფიცირება და ადეკვატური რეაგირება;
** მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის დროული იდეენტიფიცირება, უშუალო ხელმძღვანელების ინფორმირება და მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება;
** სამშენებლო ტექნიკის და ინვენტარის შემოწმება მათი მუდმივი გამართულობის შესანარჩუნებლად;
** კომპანიის ხელმძღვანელობასთან ანგარიშის წარმოება ყოველდღიურ რეჟიმში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** აუცილებელია ჰქონდეს სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოდან შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტირებული სერტიფიკატი;
** უსაფრთხოების ტექნიკის ნორმატიული ბაზის და კანონმდებლობის ცოდნა სამშენებლო წარმოების სფეროში;
** სამუშაო გამოცდილება უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინრის მიმართულებით მინიმუმ 3 წელი;
** Excel-ის, Word-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;

დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა გამოცდილება და უნარები თანხვედრაშია ჩვენს მოთხოვნებთან გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2026 წლის 15 აპრილამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@axis.ge

გაცნობებთ, რომ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული და არ დაიშვება მესამე პირისთვის გადაცემა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ ჩვენს მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების მქონე აპლიკანტებთან.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია