Робота для біженців з України
შემდუღებელი - როტერდამი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შემდუღებელი
მომწოდებელი: SAG Georgia
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
ვაცხადებთ ვაკანსიას შემდუღებლის პოზიციაზე როტერდამის პორტში.

ამჟამად გვაქვს 4 ვაკანტური პოზიცია.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინგლისურის საბაზისო ცოდნა (ა2) დონე
** მინიმუმ 2 წლიანი შემდუღებლის გამოცდილება
** აუცილებელია ვიდეოს გამოგზავნა სადაც ნაჩვენები იქნება თქვენი სამუშაო პროცესი და შედეგი

პოზიცია 1: საკინძების შემდუღებელი

მდებარეობა: როტერდამი, ნიდერლანდები ხანგრძლივობა: გრძელვადიანი დაწყების თარიღი: რაც შეიძლება მალე

კვალიფიკაცია:

** Köco-ს შედუღების აღჭურვილობასთან სამუშაო გამოცდილება ტექნიკური ნახაზების წაკითხვა და ინტერპრეტაცია

ხელფასი და პირობები:

საწყისი ხელფასი - 16, 93 ევრო/ საათში (კვირაში 38-40 საათი)

პოზიცია 2: გემთმშენებლობა და ტექნიკური მომსახურება

მდებარეობა: როტერდამი, ნიდერლანდები ხანგრძლივობა: გრძელვადიანი დაწყების თარიღი: რაც შეიძლება მალე

კვალიფიკაცია:

** შედუღების საბაზისო უნარები
** ლითონის დამუშავების საბაზისო უნარები
** ტექნიკური ნახაზების წაკითხვა და ინტერპრეტაცია

საწყისი ხელფასი - 16, 93 ევრო/ საათში (კვირაში 40-50 საათი)

სამუშაო ხორციელდება 2 ცვლაში და შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი გრაფიკი

პოზიცია 3: შემდუღებელი

მდებარეობა: როტერდამი, ნიდერლანდები ხანგრძლივობა: გრძელვადიანი დაწყების თარიღი: რაც შეიძლება მალე

კვალიფიკაცია:

აუცილებელია ჩამოთვლილთაგან მინიმუმ 1 სერტიფიკატის ქონა

** ISO 9606-1: ფოლადის შედუღება
** ISO 9606-2: ალუმინის და ალუმინის შენადნობების შედუღება
** ISO 9606-3 / 9606-4: სხვა შენადნობებისთვის (სპილენძი, ნიკელი და ა.შ.)
** აუცილებელია დიპლომი MIG / MAG და ალუმინის შედუღების სერტიფიკატის ფლობა
** ტექნიკური ნახაზების წაკითხვა და ინტერპრეტაცია
** ინგლისური ენის ცოდნა

საწყისი ხელფასი - შეთანხმებით

პოზიცია 4: ალუმინის შემდუღებელი (MIG - 131)

მდებარეობა: როტერდამი, ნიდერლანდები ხანგრძლივობა: გრძელვადიანი დაწყების თარიღი: რაც შეიძლება მალე

კვალიფიკაცია:

** ალუმინის MIG შედუღებაში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** საბაზისო საკომუნიკაციო ინგლისური (A2)
** მოქმედი შედუღების სერტიფიკატი
** მართვის მოწმობა (სასურველია)
** საკუთარი ავტომობილი
** ტექნიკური ნახაზების მიხედვით მონტაჟის გამოცდილება
** VCA: (სავალდებულო უსაფრთხოების სერტიფიკატი) აუცილებელია (დაგეხმარებით აღებაში)

საწყისი ხელფასი - 18-23 ევრო/ საათში დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე (კვირაში 40-50 საათი)

საკონტაქტო: info@studyabroadglobal.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე