Робота для біженців з України
მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების ასისტენტი
მომწოდებელი: Ektimisi
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
თანდართული ფაილი: 710328_ME_R_Assistant_Full_JD__1__1789748.zip
Ektimisi აცხადებს ვაკანსიას!

Ektimisi არის კვლევისა და განვითარების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მუშაობს ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ ვახორციელებთ შეფასებებს, კვლევებს, მესამე მხარის მონიტორინგს და ვამზადებთ მაღალი ხარისხის ანალიტიკურ ანგარიშებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოებისთვის.

ვეძებთ მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების (ME&R) ასისტენტს, რომელიც გამოირჩევა ინგლისურ ენაზე წერის მაღალი დონით, ანგარიშებისა და საპროექტო წინადადებების მომზადებაში დახმარების გასაწევად. პოზიცია არის დისტანციური.

მინიმალური მოთხოვნები:

** მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება ჰუმანიტარულ/განვითარების/საკონსულტაციო/კვლევით სფეროში
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (C2 დონე)
** ანგარიშებისა და საპროექტო წინადადებების წერის ძლიერი უნარები
** სტრესულ გარემოში და მრავალ პროექტზე პარალელურად მუშაობის უნარი
** ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები

განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://forms.gle/uyJZ8c5zGn9uCksn6
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე