Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=710222&print=yes&view=jobs
 
ინტერიერის დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: Archenome
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
"Archenome" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.

საპროექტო "Archenome"-ში ვეძებთ სხვადასხვა გამოცდილების სპეციალისტებს პროექტირების სფეროში საინტერესო კარიერის შექმნის პოტენციალით, რომლებსაც აინტერესებთ დიდი მოცულობის სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებისთვის მაღალკვალიფიციური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რაც მოითხოვს მაღალი პასუხისმგებლობით, სახელმწიფო დადგენილებებითა და საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობის მზადყოფნასა და უნარს.

"Archenome"-ის კარი ყოველთვის ღიაა და ვაკანსია აქტიურია უწყვეტად მათთვის, ვინც საკუთარ პროფესიულ განვითარებას ამ ფორმატთან შესაბამისობაში ხედავს და მზად არის ეს გზა ჩვენთან ერთად გაიაროს.

რას მიიღებთ ჩვენგან:

** შემოქმედებით სივრცეს - მიმდინარე პროექტებში ჩართვით მიიღებთ ფასეულ გამოცდილებას ყოველ ნაბიჯზე, რაც ან არსად იძებნება ან არ აზიარებენ;
** მაღალკვალიფიციურ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობის გამოცდილებას - როგორც საცხოვრებელი ისე კომერციული ფართებისთვის, როგორიც არის კლინიკები, კაფეები, ოფისები და ა.შ;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** მძლავრ სამუშაო ტექნიკას - შეუფერხებლად და დროში ეფექტური მუშაობისთვის;
** სპეციალურ სამუშაო ქსელზე წვდომას - სწავლისა და პროცესების დასაჩქარებლად;
** მასალების ნიმუშებსა და კატალოგებზე წვდომას - ბაზარზე არსებული პროდუქციის შესასწავლად;
** მასტერკლასებს, მიმდინარე ობიექტებზე ვიზიტებსა და შოურუმებთან შეხვედრებს -საქმისა და მასალების პრაქტიკაში ეფექტურად შესწავლის მიზნით;
** სწავლაზე მორგებულ გრაფიკს - თუ ჯერ უნივერსიტეტში სწავლობ;
** შრომის შესაბამის ანაზღაურებას - გარემოს, სადაც ნამდვილად დაფასდები.

რას ველით თქვენგან:

** იდეებისა და ნამუშევრის ეფექტური გადმოცემას - როგორც წერილობით და ვერბალურ ისე 2D/3D ფორმატში;
** გრაფიკული პროგრამების ცოდნას - 3Ds Max; ArchiCad / Revit; [3D ვიზუალიზაციის ხარისხი პრიორიტეტულია];
** შემოქმედებით ხედვას და პოტენციალს - რომელიც შეესაბამება ჩვენს სამუშაო ფორმატსა და საპროექტოს მიზნებს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე [ორშაბათი - პარასკევი] ან/და მოქნილი გრაფიკით სტუდენტებისთვის;
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 [შესვენების 1 საათის გათვალისწინებით];
** სამუშაო ადგილი: დ. აღმაშენებლის გამზირი 61; ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა";
** ანაზღაურება: გთხოვთ, თავად მოგვწეროთ სასურველი ანაზღაურება სამუშაო გრაფიკიდან და კომპეტენციიდან გამომდინარე;

წინადადების წარდგენის პირობები:

** რეზიუმე და პორტფოლიო - მოგვაწოდეთ ელფოსტაზე: info@archenome.com და info.archenome@gmail.com. [მათი წარმოდგენის გარეშე თქვენი წინადადება დარჩება განუხილველი]. ვიზუალურ მასალებში მიუთითეთ გამოყენებული პროგრამები.
** ვაკანსიის დასახელება - სათაურის ველში მიუთითეთ ინტერიერის დიზაინერი, ხოლო დაკონკრეტების შემთხვევაში კვალიფიკაციის შესაბამისად - [სტაჟირება] / [დამწყები];
** თქვენ შესახებ ინფორმაცია - თქვენს რა შესაძლებლობებს გამოარჩევდით განსაკუთრებულად;
** მუშაობის ტემპი - მაგალითების საფუძველზე რა დროს ანდომებთ თითო სივრცეზე მუშაობას;
** ჯგუფური ნამუშევრების გადმოგზავნის შემთხვევაში - მიუთითეთ თქვენი ჩართულობის ნაწილი.

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** ინტერვიუების ჩანიშვნა შერჩეულ კანდიდატებთან;
** გამოსაცდელი დავალება / ტესტირება.

მეილის მიღების დამადასტურებელი შეტყობინება გადმოგეგზავნებათ 1 კვირის ვადაში, ჩვენგან შეტყობინების დაგვიანების შემთხვევაში ტექნიკური ხარვეზის გამორიცხვის მიზნით გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ პირადად.

მოცემულ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის წარდგენით თანხმობას აცხადებთ ვაკანსიასთან შესაბამისობის გამოვლენის მიზნით დამუშავებულ იქნას თქვენი პერსონალური მონაცემები 3-6 თვის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია