|
დასახელება:
ელექტრო-მექანიკოსი
|
| მომწოდებელი:
ეკოკემიკა სერვის ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 24 მარტი
/ ბოლო ვადა: 24 აპრილი
|
შპს "ეკოკემიკა სერვის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე.
კომპანია წარმოადგენს ავტოსამრეცხაო სისტემების, ტექნიკისა და ინვენტარის მომწოდებელ და მომსახურე ორგანიზაციას. ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატს, რომელსაც გააჩნია ელემენტარული ცოდნა ელექტროობაში და ტექნიკურ-მექანიკურ სამუშაოებში.
ძირითადი მოვალეობები:
** თვითმომსახურების ავტოსამრეცხაო სისტემების აწყობა, მონტაჟში მონაწილეობა და შემდგომი ტექნიკური მომსახურება;
** ელექტრო და მექანიკური ელემენტების ინსტალაცია, გამართვა და დიაგნოსტიკა;
** საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის დაცვა.
კვალიფიკაციის მოთხოვნები:
** ელექტროობის საბაზისო ცოდნა (სასურველია საშუალო დონე);
** ტექნიკური უნარები მექანიკაში (ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სწავლის სურვილი;
** გუნდში მუშაობის უნარი.
კომპანია გთავაზობთ:
** პრაქტიკულ სწავლებას სამუშაო პროცესში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და კარიერულ ზრდას;
** წარმატებით სწავლების გავლის შემთხვევაში - დასაქმებას კომპანიის შტატში;
** სტაბილურ ანაზღაურებას (ფიქსირებულ 1000 ლარს დამატებული სერვისის განხორციელებიდან მიღებული შემოსავლები) და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** აუცილებელი პირობა-საკუთარი ავტომობილის ყოლა.
სამუშაო ადგილი: თბილისი (შესაძლებელია მივლინებები რეგიონებში).
რეზიუმე გამოაგზავნეთ: ekokemikaservicegroup@gmail.com
|
|
|
|