|
დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
ბი-ემ-ესი
|
|
გამოქვეყნდა: 24 მარტი
/ ბოლო ვადა: 24 აპრილი
|
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Reggia, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann (და სხვა) დისტრიბუციას.
https://www.bms.ge
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N64
სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ.
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
** ფინანსური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი
** შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი სხვადასხვა ჭრილში
** ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა და შესრულების კონტროლი
** Budget vs Actual ანალიზი
** ფინანსური პროგნოზების მომზადება
** პერიოდული ფინანსური რეპორტების მომზადება (Cashflow, P&L და სხვა)
** Power BI / Excel-ში რეპორტინგი და Dashboard-ების შექმნა
** 1C სისტემასთან მუშაობა
მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით
** Excel-ის ძალიან კარგი ცოდნა
** სასურველია IFRS-ის ცოდნა
** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება და ორგანიზებულობა
თუ მზად ხართ, იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და გაქვთ სურვილი, განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge
გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებებს!
"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
|
|
|
|