|
დასახელება:
სერვისების მიმართულების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სამშენებლო კომპანია არსი
|
|
გამოქვეყნდა: 18 მარტი
/ ბოლო ვადა: 31 მარტი
|
სამშენებლო კომპანია "არსი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების სამსახურის (კომპლექსების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი ერთეული) სერვისების მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე.
პროექტები:
** "შენი სახლი ლისზე" - ლეო კვაჭაძის #19
** "შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე" - უნივერსიტეტის #46
** "შენი სახლი სამგორში" - მოსკოვის გამზირი #13
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00, შაბათი 11:00-14:00
კომპანიის შესახებ
საცხოვრებელი კომპლექსების მართვის კომპანია წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც ფარავს 3 ძირითად მიმართულებას: დასახლების სერვისს, კლიენტებთან კომუნიკაციასა და კომპლექსების განვითარებას.
ვაკანსია მოიცავს მხოლოდ სერვისის მიმართულებას, რომელის ფარგლებშიც შერჩეულ კანდიდატს მოუწევს მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების მართვა და მათთვის სრული და ხარისხიანი სერვისის ორგანიზება.
საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
სერვისი მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს (თუმცა არ შემოიფარგლება):
** დალაგება - ეზო სადარბაზო და სხვა საერთო საკუთრებაში შემავალი სივრცეები.
** გამწვანების მოვლა - გამწვანების კომპანიის კონტროლი, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვის უზრუნველყოფა.
** მართლწესრიგი - ამ მიმართულებიტ ნაკისრი ვალდებულებების შესრულები უზრუნველყოფა.
** ლიფტების მოვლა - დაქირავებული კომპანიის მიერ მისაღები სერვისის ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა.
** სისტემების კონტროლი - სახანძრო, დომოფონები, კამერები, შლაგბაუმები, გენერატორები, წყლის ტუმბოები, რეზერვუარები
** ტექნიკური დახმარება - ინფრასტრუქტურის მოვლა/გამართვა/განვითარება.
ძირითადი ფუნქციები:
** კომპანიის სერვის მიმართულების სრული მართვა
** პროექტის მენეჯერების და სხვა თანამშრომლების კოორდინაცია
** მომსახურების არსებული სტანდარტების განვითარება და კონტროლი
** უსაფრთხოების, ტექნიკური და ადმინისტრაციული პროცესების ეფექტიანობის უზრუნველყოფა
** კონტრაქტორ კომპანიებთან მოლაპარაკება და ზედამხედველობა
** რისკების მართვა და კრიზისული სიტუაციების კოორდინაცია
** შიდა რეგულაციებისა და სტანდარტების შემუშავება
** სერვისის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბება და განხორციელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი მენეჯერული გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება უძრავი ქონების მართვის, სამშენებლო, დეველოპერულ ან სერვის სექტორში გამოცდილ კანდიდატებს)
** ძლიერი ორგანიზაციული და ლიდერული უნარები
** მოლაპარაკებებისა და პრობლემების გადაჭრის მაღალი უნარი
** სტრუქტურული და სისტემური აზროვნება
აუცილებელი უნარები:
** კომუნიკაბელურობა და ურთიერთობის სწრაფად დამყარების უნარი
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** გამართული და ეფექტური კომუნიკაცია
** მიზანსწრაფულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
შერჩევის ეტაპები:
** CV-ის განხილვა
** გასაუბრება
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.jiqiahouse@gmail.com
დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 31 მარტი.
|
|
|
|