|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Green Palace Kutaisi
|
|
გამოქვეყნდა: 18 მარტი
/ ბოლო ვადა: 18 აპრილი
|
სასტუმრო "Green Palace Kutaisi" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სასტუმრო "Green Palace Kutaisi" მდებარეობს ძველი ქუთაისის შუაგულში, რომელიც წარმოდგენილია 26 სტანდარტული და 4 პრემიუმ კლასის ნომრით, ბარ-რესტორანითა და ღია ტერასით.
მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ვაჟა-ფშაველა, N5.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, სასტუმრო "გრინ პალასი ქუთაისი".
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროს პროცედურების მიხედვით შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** ჯავშნის მოთხოვნის მონიტორინგი, სისტემაში ინფორმაციის სრულად განთავსება, საოპერაციო სისტემების გამოყენება: Booking.com;
** ელექტრონული ფოსტის შემოწმება, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში რეაგირება, ინდივიდუალური და ჯგუფური ჯავშნების განხორციელება;
** სასტუმროს საოპერაციო საკითხების შესრულება;
** სტუმრებთან სოციალურ ქსელში კომუნიკაცია: Instagram, Facebook;
** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება საჭიროებისამებრ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი, რომელიც შეძლებს სწავლის პარალელურად შეთავსებას;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენისა ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა; (Microsoft Office);
** სასურველია სასტუმროს რომელიმე ოპერაციულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; (Fina, Fidelio); შესაძლებელია სასტუმროს პროგრამის ადგილზე შესწავლა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ და მეგობრულ კომპანიაში და გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: greenpalacekutaisi@gmail.com ან დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდეთ ნომერზე:599713227.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში.
გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
სასტუმრო "გრინ პალასი ქუთაისი" გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|