Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ქარსფეისი
გამოქვეყნდა: 18 მარტი / ბოლო ვადა: 18 აპრილი
ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე საცალო მიმართულებით.

"Carspace" გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილების იმპორტის სფეროში, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე დილერებისთვის.

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს:

** ავტომობილების შეძენას აშშ-ს საერთაშორისო აუქციონებიდან. ტრანსპორტირების სრულ მომსახურებას. საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას. სერვისს დილერებისთვის, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების შემოტანისა და განაწილების სრულ პროცესს.

"Carspace"-ის პრიორიტეტი ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურებაა, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი. 10:00-დან 18:00-მდე
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი. აღმაშენებლის ხეივანი N 19
ანაზღუარება: ფიქსირებული + ბონუსი. (საწყის ეტაპზე საშუალოდ 2000 ლარი.)

დასაქმებულს ვთავაზობთ:

** კორპორატიულ დაზღვევას - პაკეტის საფასურს ფარავს კომპანია
** პროფესიული ტრენინგების გავლის საშუალებას
** Fitpass

ძირითადი - ფუნქცია მოვალეობები:

** მომხმარებლებთან კომუნიკაცია, კონსულტაციის გაწევა და და მათი საჭიროებების დადგენა;
** მომხმარებლებისთვის მოთხოვნების შესაბამისად ავტომობილის არჩევა;
** საოპერაციო სისტემაში რეპორტების შეყვანა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

** აუცილებელია ავტოიმპორტის გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მენეჯმენტი;

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე hr@carspace.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!

ქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ქარსფეისი"-ს -ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე