Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=708850&print=yes&view=jobs
 
მიღება ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის წევრთა შესარჩევად
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიღება ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის წევრთა შესარჩევად
მომწოდებელი: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში
გამოქვეყნდა: 18 მარტი / ბოლო ვადა: 24 მარტი
განაცხადების მიღება "ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის" (YAG) წევრთა შესარჩევად

"გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში" იწყებს განაცხადების მიღებას "ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის" (Youth Advisory Group - YAG) შესაქმნელად.

"ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფში" გაერთიანდებიან ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც გაეროს მუდმივ კოორდინატორსა და გაეროს სააგენტოთა ჯგუფს მიაწვდიან სტრატეგიულ რჩევებს ახალგაზრდებისთვის პრიორიტეტული საკითხების თაობაზე.

ჯგუფის მიზანია, ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე გაეროს თემატურ ჯგუფთან შეთანხმებით, უზრუნველყოს, რომ ახალგაზრდების ხედვა და პერსპექტივები სათანადოდ აისახოს საქართველოში მოქმედ პროგრამებში, პოლიტიკურ დიალოგსა თუ ახალგაზრდების მხარდამჭერ პროცესებში.

"ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის" ამოცანებია:

ა) გაეროს სააგენტოთა ჯგუფსა და მუდმივ კოორდინატორს მიაწოდოს სტრატეგიული რეკომენდაციები ახალგაზრდების საკითხებსა და გაეროსა და ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ბ) გააძლიეროს კავშირები გაეროსა და ახალგაზრდების მიერ მართულ ორგანიზაციებსა და ქსელებს შორის.
გ) უზრუნველყოს, რომ ახალგაზრდების ხედვა და პერსპექტივები სათანადოდ აისახოს საქართველოში მოქმედ პროგრამებში, პოლიტიკურ დიალოგსა თუ ახალგაზრდების მხარდამჭერ პროცესებში.
დ) ხელი შეუწყოს სტრატეგიის "ახალგაზრდები 2030" (Youth 2030) განხორციელებას საქართველოში.
თუ ხართ ახალგაზრდა, გაინტერესებთ სხვა ახალგაზრდებთან მუშაობა ერთმანეთის ხელშეწყობის მიზნით, გაქვთ ახალგაზრდების საკითხებზე მუშაობის გამოცდილება და სურვილი, დადებითი გავლენა იქონიოთ არა მარტო თქვენს წრეზე, არამედ უფრო ფართე საზოგადოებაზე, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!

ვის ვეძებთ

** ასაკი: კანდიდატი ჯგუფში გაერთიანების მომენტისთვის უნდა იყოს 14-25 წლის.
** საცხოვრებელი ადგილი: საქართველოში მცხოვრები პირები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების ჩათვლით.
** შესაბამისი გამოცდილება და ინტერესი ახალგაზრდების ხელშეწყობისადმი: კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ორი წლის გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ახალგაზრდული აქტივიზმი, ახალგაზრდებთან მუშაობა, ახალგაზრდების ხელშეწყობა, ახალგაზრდების საკითხთა პოლიტიკა, ახალგაზრდების ინტერესების დაცვა ან მსგავსი მიმართულებები.
** ახალგაზრდულ კამპანიებში აქტიური მონაწილეობა: კანდიდატებმა უნდა წარმოაჩინონ ენთუზიაზმი და ჰქონდეთ ახალგაზრდულ აქტივობებსა და ინიციატივებში ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად აქტიურად მონაწილეობის გამოცდილება . ეს შეიძლება იყოს ახალგაზრდების ინტერესების დამცველი ისეთი სტრუქტურების წევრობა, როგორიცაა:
** ახალგაზრდების ადგილობრივი საბჭოები
** სტუდენტთა საბჭოები
** ახალგაზრდების კლუბები
** ახალგაზრდების სხვა ორგანიზაციები

ასევე, განაცხადების წარდგენას მოვუწოდებთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახალგაზრდების საკითხებზე მუშაობენ "ანალიტიკურ ცენტრებში" (think tank), მედიაში, საგანმანათლებლო ან კვლევით ორგანიზაციებში.

განსაკუთრებით მივესალმებით ქვემოთ ჩამოთვლილი ჯგუფების წარმომადგენლებს:

** ახალგაზრდების მიერ მართული ორგანიზაციები და ქსელები
** მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფები
** სტუდენტები და აკადემიური წრის წარმომადგენლები
** თემის ახალგაზრდა აქტივისტები
** ახალგაზრდები, რომლებიც მუშაობენ შემდეგ სფეროებში:
ა) განათლება ბ) გენდერული თანასწორობა გ) ადამიანის უფლებები დ) სამშვიდობო ინიციატივები / "ახალგაზრდების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგი" (Youth, Peace and Security Agenda), ე) ინოვაცია და ციფრული გარდაქმნა, ვ) ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ზ) სამოქალაქო სივრცე და მმართველობა, თ) საქმიანობა კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად.
თანამოაზრეთა ქსელების შექმნის უნარი: კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ ახალგაზრდებსა და უფრო ფართე საზოგადოებაში თანამოაზრეთა ქსელების შექმნისა და შენარჩუნების უნარი.
** ლიდერობის გამოცდილება: სასურველია ლიდერობის გამოცდილება ახალგაზრდების ასოციაციებში ან აქტივისტურ საქმიანობაში.
** საქართველოს საჯარო მმართველობის ცოდნა: აუცილებელია ქვეყნის საჯარო მმართველობის სისტემის, მისი გამოწვევებისა და შესაძლებლობების კარგი ცოდნა, რათა გაეროსა და მთავრობისთვის წარდგენილი წინადადებები რეალისტური და განხორციელებადი იყოს.
** კომუნიკაციის უნარები: ძლიერი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე. ინგლისური ენის ცოდნა დამატებითი უპირატესობაა.
** ანალიტიკური და საკონსულტაციო უნარები: სასურველია ძლიერი ანალიტიკური უნარები, რათა წევრებმა შეძლონ არსებული პოლიტიკისა და პროგრამების კრიტიკულად შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება საქართველოში გაეროს წარმომადგენლობისთვის მისაწოდებლად.
** მრავალფეროვანი წარმომადგენლობა და ჩართულობა: შერჩეულ კანდიდატებში უნდა ჩანდეს საქართველოს სოციალურ-კულტურული, ეთნიკური და გეოგრაფიული მრავალფეროვნება, გენდერული თანასწორობა, ასევე სასურველია მარგინალური ჯგუფების წარმომადგენელთა ჩართულობა.

"ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფში" წევრებად განსაკუთრებით ვიწვევთ ახალგაზრდა ქალებს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ახალგაზრდებს კონფლიქტით დაზარალებული თემებიდან, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ახალგაზრდებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, თავშესაფრის მაძიებლებს, ლტოლვილებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს, და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებს.

ჯგუფის მუშაობის სპეციფიკა:

"ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის" შეხვედრები გაიმართება კვარტალში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში გაეროს სააგენტოებს შეუძლიათ, დანიშნონ დამატებითი თემატური შეხვედრებიც. შეხვედრები შეიძლება ჩატარდეს როგორც ონლაინ, ისე პირისპირ.

ჯგუფის წევრებს მოეთხოვებათ:

** დაესწრონ შეხვედრების მინიმუმ 70%-ს
** აქტიურად მიიღონ მონაწილეობა დისკუსიებსა და საქმიანობაში
** გაეროს გაუზიარონ თანატოლებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლის შედეგად მიღებული იდეები
"ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის" როლი:
** გაეროს იმ პოლიტიკის, სტრატეგიისა თუ პროგრამების დაგეგმვასა და შეფასებაში მონაწილეობა, რომლებიც ახალგაზრდებს ეხება.
** ახალგაზრდების რეკომენდაციების შესრულების მეთვალყურეობა.
** მუშაობის პროცესში უსაფრთხო მონაწილეობისა და ეთიკური ნორმების დაცვა და ხელშეწყობა.
** სხვადასხვა პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.
** გაეროს ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე თემატურ ჯგუფთან შეხვედრებსა და სამუშაო პროცესებში მონაწილეობა.
** ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან ახალ პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე რეკომენდაციების შემუშავება და გაზიარება.
** გაეროს კამპანიებსა და საზოგადოებრივ ინიციატივებში მონაწილეობა.
** გაეროსა და სხვადასხვა ახალგაზრდულ თემს შორის დამაკავშირებლის ფუნქცის შესრულება.
** ახალგაზრდების დაინტერესება კონსულტაციებით, კვლევებითა და დიალოგებში მონაწილეობით.
** ახალგაზრდების შესახებ გაეროს ინიციატივების ინკლუზიურობის შეფასება და შედეგების გაზიარება.
** რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა ახალგაზრდებისთვის თანაბარი შესაძლებლობების გაფართოების ხელშესაწყობად.
** გაეროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო სესიებში, სამუშაო შეხვედრებსა თუ ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობა.

როგორ უნდა შეიტანოთ განაცხადი:

გაეროს "ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფში" განაცხადის შესატანად თქვენი CV და მაქსიმუმ ერთგვერდიანი სამოტივაციო წერილი გამოგზავნეთ მისამართზე: nestan.khuntsaria@un.org. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წ. 24 მარტი (სამუშაო დღის დასრულებამდე). გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

"ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის" წევრები დაინიშნებიან 1 წლით, ერთხელ გაგრძელების შესაძლებლობით.

"ახალგაზრდა მრჩეველთა ჯგუფის" წევრობა ნებაყოფლობითია და ფულად ანაზღაურებას არ ითვალისწინებს. თუმცა წევრებს არ მოუწევთ საკუთარი ხარჯებით ჯგუფის საქმიანობაში ან დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა.

ველით თქვენს განაცხადებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია