|
დასახელება:
ძაღლების მომვლელი
|
| მომწოდებელი:
Dog Organization Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 18 მარტი
/ ბოლო ვადა: 18 აპრილი
|
ვეძებთ ძაღლების თავშესაფრის მომვლელს - ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია.
ვეძებთ საიმედო და ცხოველების მოყვარულ დღის მომვლელს ჩვენს მცირერიცხვოვან გუნდში დასამატებლად. ჩვენი თავშესაფარი მდებარეობს ლისის ტბასთან და ამჟამად 40-50-მდე ძაღლზე ვზრუნავთ.
ვეძებთ ადამიანს, ვისაც გულწრფელად სიამოვნებს ცხოველებთან მუშაობა.
განრიგი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00 - 16:00 (დღეში 6 საათი)
ძირითადი მოვალეობები:
** ვოლიერების დასუფთავება საჭიროებისამებრ;
** ძაღლების გასეირნებაზე, ყურადღებასა და თამაშზე ზრუნვა;
** მოხალისეების მიღება და მათთან კომუნიკაცია;
** საერთო სივრცეების სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება.
ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:
** საიმედო და პასუხისმგებელი,
** არ უშინდება ფიზიკურ შრომას;
** მეგობრული და კომუნიკაბელური სტუმრებთან და პერსონალთან;
** პროაქტიული და მოტივირებული;
** ფლობს ინგლისურ ენას (ჩვენი სტუმრების უმეტესობა უცხოელია).
** რაც ყველაზე მთავარია, ვეძებთ ადამიანს, ვისთვისაც ძაღლების კეთილდღეობა მართლაც მნიშვნელოვანია.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ან მოკლე ინფორმაცია თქვენს შესახებ ელ-ფოსტაზე: info@dog.org.ge
უპირატესობა მიენიჭება ინგლისურენოვან განაცხადებს, რადგან ჩვენი მოხალისეებისა და სტუმრების დიდი ნაწილი უცხოელია.
ხელფასი:
1050 ლარი თვეში. კვირაში 4 დღე. დღეში 6 საათი.
შესაბამისი კანდიდატის შემთხვევაში, შესაძლებელია როგორც ხელფასზე, ისე სამუშაო საათებზე შეთანხმება.
|
|
|
|