Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=708713&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური სპეციალისტი - საგურამო, ნატახტარი, ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: მასტერ კოფი
გამოქვეყნდა: 18 მარტი / ბოლო ვადა: 18 აპრილი
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.

ამ ეტაპზე "მასტერ კოფი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო არეალი: მცხეთა-მთიანეთი (საგურამო, ნატახტარი, ყაზბეგი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყავის აპარატების ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა;
** გეგმური და არაგეგმური საპროფილაქტიკო სამუშაოების წარმოება;
** ყავის გემოს დარეგულირება კომპანიის სტანდარტების მიხედვით;
** ყავის აპარატების მარაგების შექმნა;
** კომპანიის სტანდარტების დაცვა სავაჭრო ვიზიტის დროს.

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის და ტექნიკური პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალურობა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია ტექნიკური განათლება (პროფ.საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი);
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება პროფესიული ყავის აპარატებთან ან ელექტრო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1800ლ (დამატებით ბონუსი)
** სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00
** დასვენება: შაბათი, კვირა;
** ანაზღაურებას ემატება 150 ლ ავტომანქანის ცვეთის
** საწვავი;
** ულიმიტო სასაუბრო.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ შემოსავალს;
** მეგობრულ გუნდს;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი ან დაგვიკავშირდეთ: 595 404 225

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია