Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=708309&print=yes&view=jobs
 
B2B გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: EcoVille
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
"EcoVille Georgia" არის მზის ენერგიის EPC კონტრაქტორი და საერთაშორისო EcoVille Holding-ის ნაწილი, 10+ წლიანი გამოცდილებით. ჰოლდინგი ოპერირებს საქართველოში, სომხეთსა და შვეიცარიაში. უზრუნველყოფს კომერციული და ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურების პროექტირებას და მშენებლობას სერტიფიცირებული ტექნოლოგიებით.

"EcoVille Georgia" საქართველოში ოპერირებს 2020 წლიდან. დაარსებიდან დღემდე განახორციელა 100-ზე მეტი წარმატებული პროექტი განახლებადი ენერგიის ინდუსტრიაში.

** ვაკანსიის დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. 54
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00
** სამუშაო ფორმატი: სრული/ოფისიდან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში (ენერგეტიკის სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
** ტექნიკური ცოდნა ენერგეტიკის ან საინჟინრო სფეროში, რაც აუცილებელია კლიენტებთან ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებების წარმოებისთვის.
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები.
** KPI-ებზე, გეგმებზე და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება.
** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** ბაზრის ანალიზის ცოდნა და ინფორმაციის მოძიების და გამოყენების უნარი.
** ქართული ენაზე პროფესიონალური დონის წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია.
** ინგლისური და/ან რუსული ენების ფლობა.
** კრეატიულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება.
** პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა.
** საკუთარი ავტომობილის ფლობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** B2B გაყიდვების დაგეგმვა და განხორციელება.
** B2B მიმართულების პარტნიორობის განვითარება და შენარჩუნება.
** მზის ინდუსტრიასთან მომიჯნავე მოქმედ კომპანიებთან, ასოციაციებთან და ჯგუფებთან კავშირების დამყარება და ურთიერთობის განვითარება.
** ახალი კლიენტების მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა: პრეზენტაციები, შეთავაზებები, კონტრაქტების მომზადება
** გაყიდვების მიზნების KPI (თვიური, კვარტალური, წლიური) შესრულება და ანგარიშგება მენეჯმენტთან.
** ბაზრის კვლევა და ანალიტიკა, ადგილობრივი ტენდენციების, მომხმარებელთა და კონკურენტების ქცევის დასადგენად.
** მარკეტინგის და საოპერაციო გუნდთან თანამშრომლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ფიქსირებული ანაზღაურებას და ბონუს სისტემას
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას

თქვენი CV შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: info@ecoville.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე რამდენიმე ეტაპად.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.

მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია