Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=708197&print=yes&view=jobs
 
სერვის ცენტრის მონიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის ცენტრის მონიტორი
მომწოდებელი: სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
სსიპ "დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას თბილისის სერვის ცენტრის მონიტორის (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) პოზიციაზე.

კატეგორია: მონიტორინგი
თანამდებობრივი სარგო: 1932 ლარი (დარიცხული)
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ფუნქციები:

1. მონიტორინგის კვარტალური გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება დასაქმების პროგრამების და სერვისების მიმართულებით, ლოკაციებისა და გასვლების ოდენობის, თარიღების განსაზღვრა შესაბამის ხელმძღვანელ და პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით.
2. მონიტორინგის გეგმის საფუძველზე დასაქმების პროგრამებისა და სერვისების განხორციელების/მიმდინარეობის მონიტორინგი როგორც სატელეფონო, ასევე ადგილზე ვიზიტის სახით.
3. შერჩევითი ვიზიტების განსაზღვრა იმგვარად, რომ შეასრულოს კვარტალური გეგმა.
4. მონიტორინგის ჩატარების შემდგომ აწარმოოს დადგენილი ფორმის შესაბამისად მონიტორინგის ოქმი;
5. უზრუნველყოფს უფლებამოსილების ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირებას;
6. კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სააგენტოს დირექტორის ან/და უშუალო ხელმძღვანელი პირ (ებ)ის მიერ გაცემული სხვა დავალებებისა და ცალკეული მითითებების შესრულებას.

მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება - ბაკალავრი
** სამუშაო გამოცდილება - 1 წელი

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება";
** საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ;
** "დასაქმების ხელშეწყობის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის N630 დადგენილება.

დამატებითი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება, ეკონომიკის, იურიდიულის, ბიზნეს ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია გამოცდილება მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების კუთხით ან პროცესების მონიტორინგის მიმართულებით;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე - ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Sesa_administration@moh.gov.ge და გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია