Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: მედფარმა პლუსი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
შპს "მედფარმა პლუსი", წარმოადგენს ფარმაცევტულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს როგორც ლოჯისტიკურ მომსახურებას (GDP), ისე საბითუმო და საცალო ფარმაცევტული და სხვა სამედიცინო დანიშნულების საგნების რეალიზაციას.

შპს "მედფარმა პლუსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში დ. უზნაძის ქ. N76.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება დ განხორციელება (კომპანიის მიზნებთან შესაბამისი გრძელვადიანი გეგმა);
** ბრენდის პოზიციონირება, იმიჯისა და რეპუტაციის მართვა
** სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი (ონლაინ, ოფლაინ, რეკლამა, პრომო აქციები, ივენთები);
** ბიუჯეტის დაგეგმვა, განაწილება და კონტროლი;
** ციფრული მარკეტინგის ზედამხედველობა;
** ბაზრის კვლევა, კონკურენტების ანალიზი, ტრენდების თვალყურის დევნება;
** გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** კრეატიული გუნდის მართვა და კოორდინაცია;
** პერფორმანსის გაზომვა და ანგარიშგება;
** ღონისძიებების (ივენთების), პრომო-აქციების და PR აქტივობების ორგანიზება;
** ახალი პროდუქტის/სერვისის გაშვების მხარდაჭერა

რეზიუმე:

** პირადი ინფორმაცია;
** პროფესიული შეჯამება (4-5 წინადადება);
** გამოცდილება;
** განათლება;
** უნარები;
** ენები

ანაზღაურება დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე/გამოცდილებაზე.

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: medpharma_plus@yahoo.com. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე