Робота для біженців з України
ოჯახის ექიმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოჯახის ექიმი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 16 აპრილი
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე.

Euroins Insurance Group 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და ამჟამად 10 ქვეყანაში ოპერირებს, ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, პოლონეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, , და საქართველო.

ევროინსი ერთ-ერთი მძლავრი სადაზღვევო კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში. ევროინსში დაზღვეულია და მას ნდობას უცხადებს 2.5 მილიონი მომხმარებელი.

ევროინსი დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ათ ქვეყანაში აზღვევს ადამიანებს და ამარტივებს და გასაგებს ხდის დაზღვევას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი;
** სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტის მიღება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება, საჭიროების შემთხვევაში გამოკვლევის გეგმის შემუშავება;
** პაციენტის მართვის ტაქტიკის განსაზღვრა დადგენილი გაიდლაინების და პროტოკოლების გათვალისწინებით;
** პაციენტისათვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა;
** პაციენტის ინფორმირება დიაგნოზთან და საჭირო პროცედურებთან დაკავშირებით;
** სამედიცინო-დიაგნოსტიკური პროცედურების სწორად წარმართვის კონტროლი;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში პაციენტებისათვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სახელმწიფო სერტიფიკატი საოჯახო მედიცინაში;
** სახელმწიფო სერტიფიკატი პედიატრიაში;
** სავალდებულოა, ოჯახის ექიმის პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://euroins.selfrecruit.ge/s/A7iN

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე