Робота для біженців з України
ადგილობრ. მწარმოებელი კომპანიების დანადგარებით უზრუნველყოფა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადგილობრ. მწარმოებელი კომპანიების დანადგარებით უზრუნველყოფა
მომწოდებელი: GIZ
გამოქვეყნდა: 16 მარტი / ბოლო ვადა: 15 აპრილი
თანდართული ფაილი: 708027_giz_application_form_7170429.zip
"QUIS - უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება" (შემდგომში QUIS) არის ევროკავშირის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ თანადაფინანსებული პროექტი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ადგილობრივი მწარმოებლების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მიერ.

პროექტის მიზანია საქართველოში ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მხარდაჭერა ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით და კერძო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებით, რათა კომპანიებმა შეძლონ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში "GIZ" აცხადებს განცხადებების მიღებას ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების საჭირო დანადგარებით უზრუნველყოფის თაობაზე, რითაც გაუმჯობესდება მათი:

** პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი და სტანდარტებთან ან არსებულ რეგულაციებთან შესაბამისობა
** წარმოების ზრდა
** კონკურენტუნარიანობა და მდგრადობა

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მხარდაჭერა გაეწევათ იმ ადგილობრივ მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც მიზნად ისახავენ:

** ბაზარზე ახალი პროდუქტებისა და/ან მომსახურებების დანერგვას, ან
** არსებული პროდუქტებისა და/ან მომსახურებების ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას.

აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული განაცხადის ფორმა და ყველა მოთხოვნილი თანდართული დოკუმენტი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lika.siradze@giz.de. განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადა 2026 წლის 15 აპრილი 18:00.

ტენდერის შესახებ დატალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე