Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=707816&print=yes&view=jobs
 
IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: NMG ჯგუფი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
ჩვენი ისტორია 1998 წელს დაიწყო.

კომპანიის პირველი ნაბიჯები ხორცპროდუქტების წარმოებას უკავშირდება, თუმცა წლების განმავლობაში განვითარების შედეგად ჩამოვყალიბდით მრავალპროფილურ ბიზნეს ჯგუფად.

დღეს, "NMG" (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) წარმოადგენს საქართველოში მოქმედ მრავალპროფილურ საინვესტიციო და მმართველობით პლატფორმას, რომელიც აერთიანებს წამყვან კომპანიებს კვების წარმოების, რითეილის, ლოჯისტიკისა და სხვა სექტორებში.

ჩვენი მისიაა ღია და სანდო პარტნიორობაზე დაფუძნებული ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს შვილობილი კომპანიების გრძელვადიან განვითარებას და ქმნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ღირებულებებს.

NMG ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ჯგუფში, დღეს, 10 000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს და კომპანიის განვითარებასთან ერთად ეს რიცხვი მუდმივად იზრდება.
ჩვენ ვქმნით მდგრად, ღირებულებებზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს, სადაც თანამშრომლების პროფესიული და კარიერული განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

თუ ეძებ შესაძლებლობას, იმუშაო სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში, სადაც ფასდება პროფესიონალიზმი, ინოვაცია და ცოდნის მუდმივი გაღრმავება - შემოგვიერთდი.
თანამშრომელი - ჩვენი ძირითადი ღირებულებაა.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://nmg.com.ge/

სს "NMG (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი)" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
სამუშაო ადგილი: ნაძალადევი, ალ. მრევლიშვილის ქ.#2

ძირითადი მოვალეობები

** კომპანიაში არსებული IT ინფრასტრუქტურის მონიტორინგი და აღრიცხვა.
** კომპანიის შიდა კომპიუტერული ქსელის (LAN/WAN) სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების
უზრუნველყოფა.
** კომპიუტერებისა და შიდა ქსელის მონიტორინგი და ტექნიკური პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში დროული რეაგირება.
** Active Directory გარემოში მომხმარებლების, ჯგუფების და წვდომების ადმინისტრირება.
** ქსელური პროტოკოლებისა და ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა და გამოყენება (TCP/IP, DHCP, DNS, და სხვა);
** FortiVPN Client-ის ინსტალაცია და კონფიგურაცია.
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია და განახლება.
** Microsoft Office 365 პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერა.
** არასტანდარტული ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი ოპერატიული გადაჭრა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერების ან შესაბამის სფეროში.
** Active Directory გარემოში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
** Microsoft ოპერაციული სისტემების (Windows 10/11) ინსტალაციისა და ადმინისტრირების ცოდნა.
** კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკის, ინსტალაციისა და ტექნიკური მომსახურების გამოცდილება.
** ქსელური ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა (LAN/WAN, TCP/IP, DHCP, DNS).
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერები, სკანერები, IP ტელეფონები და სხვა) კონფიგურაციის გამოცდილება.
** Microsoft Office 365 პროგრამული პაკეტის ინსტალაციისა და მხარდაჭერის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ოპერატიულობა;
** პრობლემის დროული იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი.

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: jobs@nmg.com.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება - სს ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nmg.com.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი" ს/კ 200050675 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი" ს/კ 200050675 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია