Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=707770&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: თბილი სახლი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
კომპანია "თბილი სახლი" (Casa Calda) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლიუბლიანას N56
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:30

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და სისტემაში ასახვა;
** ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტების პროგრამაში ასახვა, ხელფასების, საქვეანგარიშო, საბაჟოს, საწვავის და სხვა თანხების დარიცხვების უზრუნველყოფა;
** მომწოდებლებთან ანგარიშსწორების აღრიცხვა და კონტროლი; პერიოდული შედარებების განხორციელება;
** საბანკო და სალაროს ოპერაციების განხორციელება და ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
** ბუღალტრული დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება;
** ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

ბენეფიტები:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა;
** კვალიფიკაციის ამაღლება კურსების და ტრენინგების დაფინანსების გზით;
** ფიტპასით და ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობა;
** პარკინგი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@casacalda.ge. გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@casacalda.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია