|
დასახელება:
პროექტის კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
ბაუმერი
|
|
გამოქვეყნდა: 13 მარტი
/ ბოლო ვადა: 13 აპრილი
|
კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
8* საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.
ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
** პროექტის სრული მსვლელობის დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება და ეფექტიანი მონიტორინგი სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლით.
** პროექტში ჩართულ ყველა მხარესთან აქტიური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, მათ შორის, დამკვეთებთან, პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
** პროექტის რისკების იდენტიფიკაცია, შეფასება და ეფექტიანი მართვა, პრობლემების სწრაფი გადაჭრის უზრუნველყოფისთვის.
** პროექტის დოკუმენტაციის წარმოება, აღრიცხვა და მენეჯმენტისთვის რეგულარული პროგრესის ანგარიშგება.
** სამონტაჟო სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა, რათა სამუშაოები განხორციელდეს უსაფრთხოდ, ხარისხიანად და შესაბამისი სტანდარტების დაცვით.
** პოტენციური მომწოდებლების მოძიება, მათთან შეხვედრები, კონსულტაციების წარმოება და ოპტიმალური შეთავაზების შერჩევა.
** პროდუქციის, მასალებისა და ტექნიკის შესყიდვა, ბაზების კვლევა, ფასებისა და სპეციფიკაციების ანალიზი და შედეგების ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.
** შეძენილი მასალის უსაფრთხო ტრანსპორტირების ორგანიზება დანიშნულების ადგილზე და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, შეგროვება და დროული მიწოდება შესაბამის დეპარტამენტში.
** გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხარისხი, ვადები და ფინანსური კონტროლი.
მოთხოვნები:
** სამშენებლო ან საინჟინრო სფეროში მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (საინჟინრო პროექტებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან არქიტექტურის მიმართულებით;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა: Microsoft Project, MS Office;
** გამოცდილება პროექტების ბიუჯეტის, რესურსების დაგეგმვასა და კონტროლში;
** გამოცდილება შიდა შესყიდვებისა და ქვეკონტრაქტორების მართვაში;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|