|
დასახელება:
რესეფშენის თანამშრომელი/ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
NB Dental
|
|
გამოქვეყნდა: 13 მარტი
/ ბოლო ვადა: 13 აპრილი
|
NB Dental - ნინო ბერიძის კლინიკა, აცხადებს ვაკანსიას რესეფშენის თანამშრომელის (ადმინისტრატორის) პოზიციაზე.
ჩვენ ვართ საერთაშორისო სტანდარტის თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც 15 წელზე მეტია პაციენტებს სთავაზობს ინოვაციურ და მაღალი ხარისხის მომსახურებას.
ჩვენთვის პრიორიტეტულია კომფორტული გარემო, ინდივიდუალური მიდგომა და პაციენტის ჯანმრთელი ღიმილი.
თუ ხარ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის მქონე და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა შემოგვიერთდი და გახდი პროფესიონალი გუნდის წევრი, სადაც შენი კარიერული ზრდა ჩვენი პრიორიტეტია!
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტების მიღება კომპანიის სტანდატის მიხედვით და რეგისტრაცია;
** ცხელ ხაზთან აქტიური კომუნიკაცია;
** პაციენტების მონაცემთა დამუშავება დენტოსის პროგრამაში
** სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემა/მიღება
** ფინანსური ოპერაციების კონტროლი (გადახდები, ქვითრები)
** კლინიკის გაღება/დაკეტვა სამუშაო გრაფიკის შესაბამისად
მოთხოვნები:
** სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** კომუნიკაბელურობა
** კეთილგანწყობა
** ხარისხზე ორიენტირებული სერვისის მიწოდება
** სასურველია დამატებითი უცხო ენის ცოდნა.
ჩვენთან გთავაზობთ:
** 36 საათიან სამუშაო გრაფიკს, კვირაში 5 დღე
** ანაზღაურებას კვალიფიკაციის შესაბამისად
** ჩვენს სერვისებზე განსაკუთრებულ ფასდაკლებებს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს და გუნდს
კლინიკის მისამართია : თბილისი, დავით თავხელიძის ქ N1 (ვაჟა -ფშაველას ძეგლის მიმდებარედ)
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე career@nbdental.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებული და შენახული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|