|
დასახელება:
ბუღალტერ-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ინტრაკო ნუტრიშენი
|
|
გამოქვეყნდა: 12 მარტი
/ ბოლო ვადა: 12 აპრილი
|
შპს "ინტრაკო ნუტრიშენი" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მრავალი წელია წარმატებით მოღვაწეობს შინაური ცხოველების, ფერმის ცხოველების საკვებისა და საკვები დანამატების იმპორტის, წარმოებისა და დისტრიბუციის მიმართულებით.
შპს "ინტრაკო ნუტრიშენი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის თანამდებობაზე;
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** მიღებული შეკვეთების პროგრამული ასახვა;
** RS.ge-ზე ზედნადებების და ფაქტურების გაწერა;
** სალარო აპარატების კონტროლი;
** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტების წარმოება;
** საწვავის ხარჯთაღრიცხვა და რეპორტინგი;
** დებიტორ-კრედიტორების კონტროლი და მათთან შედარების აქტების მომზადება;
** საბანკო დავალებების აკრეფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბუღალტერია ფინანსების მიმართულებით);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა FINA-ს ცოდნა;
ანაზღაურება: 1500 ლარი (ნეტი).
ჯანმრთელობის დაზღვევა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 საათი, ყოველი მეორე შაბათი 09:00-18:00
მისამართი: ქვემო ქართლი, გარდაბნის რაიონი, სოფ. თელეთი (კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას მეტრო-სადგურ ისნიდან სამუშაო ადგილამდე და უკან).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: T.motskobili@intraco.ge; Subject-ის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერ-ოპერატორი".
|
|
|
|