|
დასახელება:
ავტომობილების შემფასებელი
|
| მომწოდებელი:
Premium Leasing
|
|
გამოქვეყნდა: 12 მარტი
/ ბოლო ვადა: 12 აპრილი
|
"პრემიუმ ლიზინგი"- საერთაშორისო ჯგუფში "4 finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.
"4 finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.
მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებ-გვერდზე: https://pl.ge/ka
"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების შემფასებელის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსული სალიზინგო განაცხადით მოწოდებული მონაცემების საფუძველზე ავტომობილიების შეფასება;
** ავტომობილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა;
** ფასის შედარება მიმდინარე ბაზართან (მაგ. Auto.ge, Mymarket.ge და სხვა
პლატფორმები);
** საჭიროებისამებრ, მოუწევს ავტომობილების რეალურად დათვალიერება, გამართულობის განსაზღვრა, დაზიანების შეფასება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა.
ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს,
** ავტო ლომბარდის ან/და სალიზინგო მიმართულებით შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით (ჩაითვლება უპირატესად);
** ავტო ბაზრის სპეციფიკის ცოდნით;
** ავტომობილების ტექნიკურ დონეზე ცოდნით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნით;
** დეტალებისადმი ორიენტირებულს;
** მოწესრიგებულს და პასუხისმგებლიანს;
** დახვეწილი კომუნიკაციის უნარებით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ. 3
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - მონაცვლეობით, 10:00-15:00 (საშუალოდ, თვეში 2 შაბათი - დისტანციურად მუშაობით)
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებს და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: Hr@premiumleasing.ge. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - ავტომობილების შემფასებელი.
სასურველია, მეილში მიუთითოთ თქვენი სახელფასო მოლოდინი აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 12 აპრილი
გისურვებთ წარმატებას!
"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 2 50 20 60
|
|
|
|