|
დასახელება:
დამწყები ბრენდ მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კანტი
|
|
გამოქვეყნდა: 12 მარტი
/ ბოლო ვადა: 12 აპრილი
|
შპს "კანტი" აცხადებს ვაკანსიას დამწყები ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
** ბრენდის მართვაში და სტრატეგიის დაგეგმვაში მონაწილეობა.
** ბაზრისა და კონკურენტების კვლევა, გაყიდვების ანალიტიკის წარმოება.
** პროდუქციის შეკვეთების დაგეგმვა და ლოჯისტიკურ პროცესებში მონაწილეობა.
** ფასების, მარჟინალობისა და ბრენდის მომგებიანობის კონტროლი.
** პრომო აქტივობების დაგეგმვა და კოორდინაცია გაყიდვების გუნდთან.
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია და რეპორტინგი.
** პროდუქციის მარაგებისა და ვადების კონტროლი.
** სავაჭრო ობიექტებში ბრენდის განთავსებისა და სტანდარტების მონიტორინგი.
მოთხოვნები:
** სასურველია მცირე გამოცდილება იდენტურ ან მომიჯნავე სფეროში (სტაჟირება);
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე (აღნიშნული საჭიროება გამომდინარეობს უცხოური პროდუქტების მომწოდებლებთან კომუნიკაციის დამყარების მიზნით)
ლოკაცია: გლდანი
გრაფიკი: 09:30 - 18:00 (ორშაბათი - პარასკევი)
ანაზღაურება: პირველი 3 თვე - 2000 ლარის ოდენობით (ფიქსირებული), 3 თვის შემდეგ - 2500 ლარის ოდენობით. (ფიქსირებული 2000 + ბონუსი 500);
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიაროთ CV მეილზე: hr@kanti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|