|
დასახელება:
კიბერუსაფრთხ. კომპიუტერული უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
თბილისი ენერჯი
|
|
გამოქვეყნდა: 11 მარტი
/ ბოლო ვადა: 11 აპრილი
|
შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას კიბერუსაფრთხოების სამსახურის კომპიუტერული უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი/პროფესიული განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.
დამატებითი მოთხოვნები: სასურველია სპეციალობით მუშაობის ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით1 წლიანი გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპიუტერული სისტემების ყოველდღიური მონიტორინგი და შეფასება;
** კომპიუტერული ინციდენტების იდენტიფიცირება, მათზე რეაგირება;
** ქსელური სენსორის კონფიგურირებისა და მართვის განხორციელება;
** კომპიუტერული ინციდენტებისა და უსაფრთხოების ზომების ანალიზი და ანგარიშგება;
** დაუცველობების დოკუმენტირება;
** აღმოჩენილი დაუცველობების და სუსტი წერტილების დოკუმენტირება;
** სამსახურებრივი დოკუმენტაციის შედგენა მართვა;
** სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების წარმოება;
** შიდა პოლიტიკების განახლებაში მონაწილეობის მიღება;
** პრეზენტაციების წარმოება;
** შეხვედრების ორგანიზება;
კომპიუტერული უნარ-ჩვევები:
** Windows/ Linux,
** Wireshark,
** Nmap
უცხო ენები: ტექნიკური ინგლისურის ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობა;
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა.მიცკევიჩის ქ18ა
ანაზღაურება: კონკურენტული
დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://my.te.ge/
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 11 აპრილი;
გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "თბილისი ენერჯისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.
თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით ან / და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.
შპს "თბილისი ენერჯი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
|
|
|
|