|
დასახელება:
ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
Hotel Indigo Batumi Old Town
|
|
გამოქვეყნდა: 11 მარტი
/ ბოლო ვადა: 11 აპრილი
|
ბათუმში ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული "Hotel Indigo Batumi Old Town" უნიკალურად აერთიანებს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას და თანამედროვე სტილს. თუ გიყვართ სტუმართმოყვარეობის სფერო, გსურთ ყოველდღიური გამოწვევებით სავსე დინამიკურ გარემოში მუშაობა - ეს პოზიცია თქვენთვისაა. ამჟამად ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა და მომსახურება ბრენდის სტანდარტების მიხედვით
** ჯავშნების მართვა და ინფორმაციის მოწოდება
** სტუმართა მოთხოვნებზე დროული და პროფესიონალური რეაგირება
** თანამშრომლობა სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის/მომსახურების სფეროში)
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია ბრენდულ სასტუმროში)
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (რუსული ან სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** გუნდური მუშაობის უნარი და პოზიტიური კომუნიკაცია
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
რას გთავაზობთ ჩვენ:
** საერთაშორისო ბრენდის სტანდარტებით მუშაობის გამოცდილებას
** პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კარიერულ ზრდასა და განვითარებას
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@indigobatumi.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|