|
დასახელება:
ბელბოი
|
| მომწოდებელი:
Hotel Indigo Batumi Old Town
|
|
გამოქვეყნდა: 11 მარტი
/ ბოლო ვადა: 11 აპრილი
|
საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო "Hotel Indigo Batumi Old Town", რომელიც განთავსებულია ისტორიულ შენობაში ევროპის მოედანზე, ეძებს ენერგიულ და პასუხისმგებელიან კანდიდატებს ბელბოის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს სტუმრების თბილი და პროფესიული დახვედრა;
** ბარგის მიღება, გადატანა და დროული მიწოდება ნომრებში;
** სტუმრების გაცილება და საჭიროების შემთხვევაში დახმარება ტრანსპორტირებაში;
** ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ;
** მისაღები და ბარგის ზონის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება.
საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
** თავაზიანი და კომუნიკაბელური ხასიათი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა (სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად);
** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება სასურველია, თუმცა არა სავალდებულო.
ჩვენ გთავაზობთ:
** სამუშაო გარემოს საერთაშორისო ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
** პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ გუნდსა და სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@indigobatumi.com
|
|
|
|