Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ლოჯისტიკის გუნდში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ლოჯისტიკის გუნდში
მომწოდებელი: ნესტლე
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 20 აპრილი
შპს "ნესტლე საქართველო" დამწყები სპეციალისტებისათვის აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას ლოჯისტიკის გუნდში.

ნესტლე არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომლის მისიაა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ჯანმრთელი მომავლის შექმნაში წვლილის შეტანა. ჩვენს მომხმარებლებს მრავალფეროვან პროდუქციას ვთავაზობთ, რომელიც არა მხოლოდ ადამიანების, არამედ მათი საყვარელი შინაური ცხოველების ცხოვრებასაც აუმჯობესებს. ნესტლეს პორტფელი მოიცავს 2000-ზე მეტ ბრენდს, მათ შორის: NESCAFÉ, Maggi, KitKat და Nesquik. კომპანიის ისტორია იწყება 150 წლის წინ, შვეიცარიაში და დღემდე ვაგრძელებთ ინოვაციებს, ხარისხზე ორიენტირებას და ღირებულებების ერთგულებას.

სტაჟიორის ძირითადი ფუნქციაა:

** დოკუმენტბრუნვა
** სლოტირების მართვა
** კომუნიკაცია პარტნიორებთან
** ოპერაციული მხარდაჭერა საჭირო კვალიფიკაცია და უნარები
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ლოჯისტიკის ან მიწოდების ჯაჭვის მართვის მიმართულებით; დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული.
** განვითარებული ანალიტიკურ უნარები;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა ჩვენ გთავაზობთ
** 1 წლიან ანაზღაურებად სტაჟირებას
** კვების დანამატს;
** სრულ სამუშაო დღეს დინამიკურ და მეგობრულ გუნდში;
** პროფესიული ზრდისა და სწავლის შესაძლებლობას რეალურ პროექტებზე მუშაობის გზით;
** გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მსოფლიოში ცნობილ კომპანიაში, სადაც თქვენი იდეები და ინიციატივები დაფასებული იქნება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: jobs@nestle.ge. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2026 წლის 20 მარტამდე. Subject-ში მიუთითეთ: ლოჯისტიკის სტაჟიორი.

გახდით ნესტლეს გუნდის ნაწილი - სადაც თითოეული თანამშრომლის წვლილი ფასდაუდებელია ჩვენი საერთო მიზნების მიღწევაში.

ველით თქვენს განაცხადს!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს
"ნესტლე საქართველოს" მიერ, Nestlé Group-ის შიდა მოთხოვნებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით და გამოიყენება არსებული და/ან სამომავლო ვაკანსიების შერჩევის მიზნებისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის ან მონაცემების მართვის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: jobs@nestle.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე