Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=707141&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრაციული გუნდის წევრი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული გუნდის წევრი
მომწოდებელი: თბილისის მედიცინის ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
თბილისის მედიცინის ინსტიტუტი (TIM) აცხადებს შერჩევას ადმინისტრაციული გუნდის წევრის პოზიციაზე.

ვეძებთ ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატს.

ძირითადი პირობები:

** ანაზღაურება: 1000₾ (ხელზე ასაღები).
** ლოკაცია: თბილისი, ს. ცინცაძის 16.
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00), შაბათი (10:00-15:00).

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტთა მიღება, რეგისტრაცია და მონაცემთა ბაზაში აღრიცხვა.
** ფინანსური ოპერაციების წარმოება (სალარო/ტერმინალი) და ზუსტი ანგარიშგება.
** ამბულატორიული და სტაციონარული ისტორიის წარმოება (გახსნა);
** დღის ბოლოს ფინანსური რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
** უცხო ენების (ინგლისური/რუსული) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

განაცხადის მიღება:

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: recruitment@tim.ge
სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიცია: მოლარე-რეგისტრატორი.
ტელ: 2 90 00 01; 599 20 50 04;

გაითვალისწინეთ: შპს "თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტში" გაგზავნილი თქვენი CV "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. CV-ში მითითებული მონაცემები დამუშავდება/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, ასევე შრომითი ურთიერთობის წარმოების მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდისა და დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში. დასაქმებულის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების პირთა/თანამშრომელთა მიერ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია