Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=707090&print=yes&view=jobs
 
ლოგისტიკის ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: CHARTER-LINK
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
"CHARTER-LINK" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.

კომპანია ოპერირებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. 13 წლიანი გამოცდილება და რეგიონში სექტორის ერთ-ერთი მოწინავე პოზიციონირება გვაძლევს საშუალებას მომხმარებელს კომფორტული და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სატრანსპორტო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსულის ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

სამუშაოს აღწერა:

** რეგულარული მოლაპარაკებების წარმართვა არსებულ და ახალ ქვეკონტრაქტორებთან
** ახალი პარტნიორი კომპანიებისა და ინდ. მეწარმე მძღოლების მოძიება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება
** ტვირთის აღწერილობის, სპეციფიკის შესახებ ინფორმაციის შეგროვება
** შეკვეთების დამუშავება, გადაზიდვების ორგანიზება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი
** გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური სტატუსების მომზადება

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობა და გუნდურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** სტრესული სიტუაციების მართვა და პრობლემის ეფექტურად აღმოფხვრა;
** ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნება;
** განვითარებაზე ორიენტირება;

შრომითი ანაზღაურება გახლავთ ფიქსირებული - 1500 ლარი, ასევე დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა
თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მიმდინარე წლის 11 აპრილის ჩათვლით ელ-ფოსტაზე: info@charter-link.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "Logistics Manager".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია