|
დასახელება:
სამედიცინო დოკუმენტაციის ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
კლინიკა რუსთავი
|
|
გამოქვეყნდა: 11 მარტი
/ ბოლო ვადა: 15 აპრილი
|
შპს "კლინიკა რუსთავი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დოკუმენტაციის ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: რუსთავი
ძირითადი მოვალეობები:
** სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოების მონიტორინგი;
** სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცესების ელექტრონული აღრიცხვა და რეპორტინგი;
** კლინიკური შემთხვევების განხილვისთვის მასალის მომზადება ;
** ადმინისტრაციული და დოკუმენტწარმოებასთან დაკავშირებული სარეგულაციო რისკების იდენტიფიცირება, სამუშაო გუნდის საქმის კურსში ჩაყენება და მათ პრევენციაზე ზრუნვა;
** სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების პროექტებში აქტიური მონაწილეობა;
** გამოვლენილ ხარვეზებზე სამედიცინო გუნდთან უკუკავშირი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელია
** უმაღლესი განათლება - ჯანდაცვის მენეჯმენტის ან რომელიმე სამედიცინო მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე (პრიორიტეტული იქნება კლინიკაში მუშაობის გამოცდილება);
** ჯანდაცვის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი CV უნდა გადმოაგზავნონ ელ. მისამართზე: hr@clinicrustavi.ge, არაუგვიანეს 15 აპრილისა.
|
|
|
|