Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=706971&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო დოკუმენტაციის ხარისხის კონტროლის სპეციალისტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო დოკუმენტაციის ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: კლინიკა რუსთავი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 15 აპრილი
შპს "კლინიკა რუსთავი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დოკუმენტაციის ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: რუსთავი

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოების მონიტორინგი;
** სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცესების ელექტრონული აღრიცხვა და რეპორტინგი;
** კლინიკური შემთხვევების განხილვისთვის მასალის მომზადება ;
** ადმინისტრაციული და დოკუმენტწარმოებასთან დაკავშირებული სარეგულაციო რისკების იდენტიფიცირება, სამუშაო გუნდის საქმის კურსში ჩაყენება და მათ პრევენციაზე ზრუნვა;
** სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების პროექტებში აქტიური მონაწილეობა;
** გამოვლენილ ხარვეზებზე სამედიცინო გუნდთან უკუკავშირი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელია

** უმაღლესი განათლება - ჯანდაცვის მენეჯმენტის ან რომელიმე სამედიცინო მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე (პრიორიტეტული იქნება კლინიკაში მუშაობის გამოცდილება);
** ჯანდაცვის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი CV უნდა გადმოაგზავნონ ელ. მისამართზე: hr@clinicrustavi.ge, არაუგვიანეს 15 აპრილისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია