|
დასახელება:
პრისეილერი
|
| მომწოდებელი:
ვეიპ რუმი
|
|
გამოქვეყნდა: 11 მარტი
/ ბოლო ვადა: 11 აპრილი
|
"ვეიპ რუმი" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.
შპს "ვეიპ რუმი" 2020 წლიდან ბაზარზეა და მზარდ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც მუშაობს ვეიპებზე, ჩილიმებსა და აქსესუარების როგორც საცალო ასევე საბითუმო გაყიდვებზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დრო: 10:00 - 18:00
** განაკვეთი: (ორშაბათი-შაბათი)
** ადგილმდებარეობა: ბათუმი, ორბელიანის 39
მოკლე აღწერა:
ვეძებთ აქტიურ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს პრისეილერის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მომხმარებელთან ვიზიტზე, შეკვეთების მიღებაზე და პროდუქციის პრეზენტაციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** არსებული და ახალი მყიდველების მონახულება
** პროდუქციის პრეზენტაცია და გაყიდვების სტიმულირება
** შეკვეთების მიღება და მონაცემების სწორად დაფიქსირება
** გაყიდვების გეგმების შესრულება
** ანგარიშგების წარმოება და დოკუმენტაციის მოწესრიგება
მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში ან მსგავს პოზიციაზე
** მართვის მოწმობა B კატეგორია და პირადი ავტომობილი
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი
** სწრაფად ადაპტაციის უნარები
** ქონებით უზრუნველყოფა (აუცილებელი პირობაა)
სასურველი უნარები:
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება
** Fina-ს პროგრამის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდურობა;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
რას გთავაზობთ:
** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გეგმის შესრულებიდან
** კომფორტული სამუშაო გარემო
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: dmvapeshoop@gmail.com
|
|
|
|