Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=706948&print=yes&view=jobs
 
გრაფიკული დიზაინერი - დამწყები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი - დამწყები
მომწოდებელი: როვიქსი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
"როვიქსი" (ROWIX) აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის - Graphic Designer (Junior) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი/ჰიბრიდული

კომპანიის შესახებ

კომპანია "როვიქსი" არის ტექნოლოგიურ განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც მუშაობს ინოვაციურ ციფრულ პროდუქტებსა და თამაშების განვითარების მიმართულებით. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელსაც სურს კარიერის დაწყება და ზრდა გრაფიკული დიზაინის სფეროში.

პოზიციის აღწერა

გრაფიკული დიზაინერი (დამწყები) იმუშავებს გამოცდილ დიზაინერებთან ერთად და ჩართული იქნება კომპანიის პროდუქტების, თამაშებისა და მარკეტინგული მასალების ვიზუალური კონტენტის შექმნაში. ჩვენ ვეძებთ გრაფიკულ დიზაინერს (ეს პოზიცია არ მოიცავს UI დიზაინს).

ძირითადი მოვალეობები

** კომპანიის ციფრული პროდუქტებისა და თამაშებისთვის ვიზუალური მასალების (ბანერები, ილუსტრაციები) შექმნაში მონაწილეობა;
** სოციალური მედიისა და მარკეტინგული კამპანიებისთვის სარეკლამო დიზაინების მომზადება;
** უფროსი დიზაინერების ხელმძღვანელობით არსებული დიზაინების მხარდაჭერა და გაუმჯობესება;
** იდეების გენერირებასა და ვიზუალური კონცეფციების შემუშავებაში ჩართულობა;
** გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა დიზაინის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** გრაფიკული დიზაინის პროგრამების (Adobe Photoshop, Illustrator) საბაზისო ან საშუალო დონეზე ცოდნა;
** დიზაინის პრინციპების (კომპოზიცია, ფერები, ტიპოგრაფია) საბაზისო გაგება;
** სწავლაზე ორიენტირებული მიდგომა და ახალი პროგრამების/ტექნიკების სწრაფი ათვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდში მუშაობის სურვილი;
** კრეატიული აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა.

სასურველი უნარები

** Lottie-სთან მუშაობის მცირე გამოცდილება მაინც;
** საკუთარი პორტფოლიოს ან შესრულებული ნამუშევრების არსებობა (თუნდაც სასწავლო პროექტების);
** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა (დიზაინის ტრენდების და დოკუმენტაციის გასაცნობად).

ჩვენ გთავაზობთ

** Junior დონისთვის შესაფერისი სასწავლო და პრაქტიკული გარემო;
** მენტორობას - გამოცდილი დიზაინერებისგან;
** რეალურ კომერციულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული ზრდის მკაფიო პერსპექტივას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით);
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს / დისტანციურ მუშაობას.

დაინტერესებული პირები განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე: https://cv.rowix.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია