Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=706922&print=yes&view=jobs
 
IT მხარდაჭერის სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: აითი ემთი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
კომპანია "აითი ემთი" 2018 წლიდან ოპერირებს საქართველოს IT ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და IT ინფრასტრუქტურის მომსახურებას. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ქსელურ სისტემებს, უსაფრთხოების გადაწყვეტილებებს და ტექნიკურ მხარდაჭერას. პროფესიონალი გუნდისა და ხარისხიანი მომსახურების შედეგად კომპანია დღეს ერთ-ერთ წარმატებულ პოზიციას იკავებს ქართულ IT ბაზარზე. კომპანიის განვითარება ეფუძნება კმაყოფილ მომხმარებლებსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან წარმატებულ თანამშრომლობას.

პოზიცია: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
ლოკაცია: ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით

პოზიციის აღწერა

კომპანია ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან IT სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის IT ინფრასტრუქტურის სტაბილურ მუშაობას, მომხმარებლების ტექნიკურ მხარდაჭერას და ქსელური სისტემების მართვას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის IT ინფრასტრუქტურის მონიტორინგი და მხარდაჭერა
** მომხმარებლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა (Hardware / Software troubleshooting)
** კომპიუტერული ტექნიკის ინსტალაცია, კონფიგურაცია და დიაგნოსტიკა
** Windows ოპერაციული სისტემების ადმინისტრირება
** ქსელური მოწყობილობების ინსტალაცია და კონფიგურაცია
** პროგრამების დაყენება და განახლება
** პრინტერების, სკანერების და სხვა პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა
** უსაფრთხოების პოლიტიკის და მონაცემთა დაცვის პროცესების მხარდაჭერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Windows Server და Active Directory-ს ცოდნა
** კომპიუტერული ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, VLAN, DHCP, DNS)
** Office 365/Microsoft 365 გარემოს ცოდნა
** ტექნიკური პრობლემების სწრაფი დიაგნოსტიკის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და კომუნიკაციის უნარი

დამატებითი უპირატესობები:

** ვიდეომეთვალყურეობის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Hikvision, Dahua და სხვ.)
** IT სერტიფიკატები (CCNA, MCSA, CompTIA და სხვ.)

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** პოზიციურ ზრდას
** მეგობრულ გუნდს

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: info@itmt.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია