Робота для біженців з України
სკოლის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სკოლის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 25 მარტი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას სკოლის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი
სამუშაო ლოკაცია: ელიზბარ მინდელის ქუჩა #3

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** "ორი ნაბიჯის" სასწავლო ცენტრის სკოლის კონცეფციის შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობის მიღება.
** საცალო ქსელის სასწავლო ცენტრების შესახებ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოკვლევა, საჭირო ინფორმაციის ანალიზი და ორი ნაბიჯისთვის რელევანტური პროგრამების შეთავაზება.
** საცალო ქსელის მართვის დეპარტამენტთან კოლაბორაციით, წინა ხაზის თანამშრომლებისთვის ტრენინგებისა და სასწავლო პროგრამების საჭიროების განსაზღვრა/შეფასება და ტრენინგების საჭიროების გეგმის შედგენა.
** საჭიროების კვლევაზე დაყრდნობით, სასწავლო პროგრამებისა და მოდულების შექმნაში მონაწილეობის მიღება, ტრენინგებისა და განვითარების სამსახურის ჩართულობით.
** საცალო ქსელის ყველა პოზიციაზე არსებულ თანამშრომელთა გადამზადებისა და უწყვეტი განათლების პროგრამების შემუშავება მათ პოზიციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის.
** წინა ხაზის თანამშრომელთა ადგილზე სწავლების პროგრამის შემუშავება, სტაჟირების პროგრამის მართვა და ეფექტიანობაში დარწმუნება.
** "სკოლის" გუნდის ფორმირება, განვითარება და მართვა სწავლებისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის ჩართულობით.
** მომდევნო წლის გეგმისა და ბიუჯეტის მომზადება/ჩართულობა პროცესში და შესრულების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:

** სწავლებისა და განვითარების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (საოპერაციო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად);
** უმაღლესი განათლება (სასურველია განათლების მეცნიერებები ან სხვა მომიჯნავე სფეროები);
** MS office კარგად ცოდნა;
** აუცილებელია ორგანიზაციაში სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და იმპლემენტაციის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პროცესის მართვისა და კოორდინაციის უნარი;
** სწავლება და ქოუჩინგი.

დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითო ვაკანსიის დასახელება "ორი ნაბიჯის სკოლის ხელმძღვანელი"

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25.03.2026

გისურვებთ წარმატებებს!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე