Робота для біженців з України
ფინანსური დირექტორი - თბილისი, რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
სამშენებლო კომპანია შპს "Construction Service" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე და ეძებს გამოცდილ ფინანსურ ლიდერს კომპანიის ფინანსური სტრატეგიის ეფექტიანი მართვისთვის.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავი
სამუშაო დრო: სრული
ანაზღაურება: კონკურენტულ და კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს https://cs.ge

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ყველა ფინანსური ოპერაციის ზედამხედველობა და მართვა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS) და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ყოველთვიური ფინანსური ანალიზის მომზადება და წარდგენა მენეჯმენტისთვის;
** კომერციულ ბანკებთან კომუნიკაცია და ფინანსური ურთიერთობების კოორდინაცია;
** მიმდინარე და შესრულებული პროექტების ხარჯთაღრიცხვის ანალიზი და ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი;
** კომპანიის ბალანსის, მოგება-ზარალის უწყისისა და ფულადი სახსრების მოძრაობის (Cash Flow) ანალიზი;
** ფინანსური რისკების იდენტიფიცირება, მართვა და მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
** ინვენტარიზაციის პროცესისა და შედეგების კონტროლი დადგენილი პროცედურების ფარგლებში;
** სახელფასო, ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი ან უცხოეთში მიღებული განათლება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად)
** საერთაშორისო სერტიფიკატები: სასურველია ACCA (დასრულებული ან დამამთავრებელი ეტაპი), CFA ან CPA სერტიფიკატების ფლობა
** მინიმუმ 5-7 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური მართვის სფეროში, საიდანაც მინიმუმ 3 წელი უნდა იყოს ფინანსური დირექტორის ან ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე;
** სექტორული გამოცდილება: პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ სამშენებლო, დეველოპერულ ან მრეწველობის სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) პრაქტიკული გამოყენების სიღრმისეული გამოცდილება
** MS Excel-ის ფლობა ექსპერტის დონეზე (რთული ფორმულები, Pivot Tables, ფინანსური ფუნქციები), ასევე საბუღალტრო/ERP სისტემებთან (მაგ. Oris, Fina ან SAP) მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენა: სრულყოფილი ფლობა (C1/C2 დონე) — როგორც წერილობითი, ისე ვერბალური კომუნიკაციისთვის;

პიროვნული მახასიათებლები:

** სტრატეგიული აზროვნება და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** გუნდის მართვისა და ლიდერობის ძლიერი უნარ-ჩვევები;
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და დროის ეფექტური მართვის უნარი (Deadline management).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: jobs@cs.ge.

მნიშვნელოვანია: სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება-"ფინანსური დირექტორი"

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 577 078 883

ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ:

თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "Construction Service"-მა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენისა და რეკრუტინგის პროცესის წარმართვის მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ აღნიშნული მიზნის ფარგლებში შპს "Construction Service"-ის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ. წარმოდგენილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში და, საჭიროების შემთხვევაში, განხილულ იქნას სხვა შესაბამის ვაკანტურ პოზიციებზეც.

თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი გასწორება, განახლება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა. აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: jobs@cs.ge.

თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "Construction Service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე