|
დასახელება:
კონტენტ კრეატორი
|
| მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კონტენტ კრეატორის პოზიციაზე;
** TikTok-ის ალგორითმებისა და პლატფორმის სპეციფიკის ცოდნა;
** სოციალური მედიის პლატფორმების სპეციფიკის ცოდნა - ფორმატები, ტენდენციები, ალგორითმები;
** ფოტო-ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება;
** ვიდეომასალის გადაღება და დამუშავება თანამედროვე ტექნიკური მიდგომებით - კადრის აწყობა (კომპოზიცია, განათება, კადრის სტაბილიზაცია), ხმის ხარისხის კონტროლი;
** CapCut, Canva, Adobe Premiere ან მსგავსი პროგრამების ცოდნა;
** გადაღებისთვის საჭირო ტექსტების წინასწარ დამუშავებისა და ვიდეოს სცენარის მომზადების უნარი;
** პროცესების დამოუკიდებლად მართვის უნარი.
ძირითადი ფუნქციები:
** მარკეტინგული საკომუნიკაციო არხებისთვის კონტენტ-სტრატეგიის შემუშავება - გამართული, მარტივად აღსაქმელი და კრეატიული ტექსტების/ვიდეოიდეების გენერირება;
** სოციალური მედიის კონტენტის დაგეგმვა, შექმნა და მართვა (TikTok);
** ვიდეომასალის დამუშავება და მონტაჟი - CapCut/Adobe Premiere (ტიტრები, მუსიკა, ტრანზიციები);
** ფოტო და ვიდეო მასალის დამუშავება ბრენდის სტილის დაცვით;
** ვიდეოებში ერთიანი ვიზუალური სტილის შენარჩუნება - ტიტრების, ბექგრაუნდისა და დიზაინის თანმიმდევრულად გამოყენება;
** კონკურენტების პლატფორმების, კონტენტის სტილისა და ფორმატების შესწავლა;
** ახალი იდეების გენერაცია და განსხვავებული ხედვის შეთავაზება კონტენტის განვითარების მიმართულებით;
** ტენდენციების მონიტორინგი - ახალი ფორმატები, ტრენდები, ალგორითმები;
** ბრენდის ტონისა და ვიზუალური ერთიანობის დაცვა.
პიროვნული თვისებები:
** გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) 10.04.2026-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|