|
დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, უპირატესობა მიენიჭება ფსიქოლოგიისა და/ან ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს;
** ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება Payroll-სა და ადმინისტრირების სფეროში გამოცდილებას;
** გამართული წერითი და ვერბალური უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, უპირატესობა მიენიჭება Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნას.
ძირითადი ფუნქციები:
** Payroll-ის პროცესის სრული ციკლის მართვა;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების ადმინისტრირება და შესაბამისი მონაცემების ელექტრონულ ბაზაში ასახვა შრომის კოდექსისა და კლინიკაში დადგენილი შინაგანაწესის მიხედვით;
** არსებულ და ახალ თანამშრომლებთან ხელშეკრულებების, სტრუქტურული ცვლილებების, ბრძანებების მომზადება.
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** გულისხმიერება, თავაზიანობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (СV) 10.04.2026-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|