Робота для біженців з України
დღის ცენტრის ზრუნვის განმახორციელებელი პირი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღის ცენტრის ზრუნვის განმახორციელებელი პირი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია ა (ა) ი პ " ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს დღის ცენტრის ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირის პოზიციაზე.

ა.ა.ი.პ " ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება ` არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახების სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა.

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია:

** 7-დან 18 წლამდე ასაკის რთული ქცევის მქონე ბავშვები.
** ასევე, 18 წლის ზემოთ რთული ქცევის მქონე შშმ პირები, რომლებიც სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე სარგებლობდნენ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით.

ძირითადი მოვალეობები:

** ტექსტის დამუშავებისას მოსწავლეს უკითხავს ტექსტს, სხვადასხვა სტრატეგიების დახმარებით უნიშნავს ტექსტის მნიშვნელოვან ნაწილებს;
** კლასში პრაქტიკული დავალებების შესრულებისას, დაბალანსებული მხარდაჭერის გამოყენებით, ეხმარება მოსწავლეს პრაქტიკული აქტივობების განხორციელებაში, როგორიცაა: გაზომვის ოპერაციები, მარტივი ცდები, მაკრატლის ხმარება, აპლიკაციების შესრულება;
** მასწავლებლის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციების შესრულებისას უზრუნველყოფს მოსწავლის სუპერვიზიას და მხარდაჭერას სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით: ვერბალური წახალისება, ფიზიკური და/ან ვერბალური ასისტირება, ინსტრუქციების შეხსენება/გამეორება, ყურადღების წარმართვა/ფოკუსირება;
** უწევს ასისტირებას კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების პროცესში;
** ახორციელებს მოსწავლესა და თანაკლასელებს შორის კომუნიკაციის მხარდაჭერას: შეტყობინებების ურთიერთგაცვლა - საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლის შეტყობინებების თანაკლასელებისთვის გადაცემა და პირიქით, თანაკლასელთა შეტყობინების მისთვის გასაგები ფორმით მიწოდება. ეს შეიძლება მოიცავდეს შეტყობინების ჟესტურ ენაზე თარგმნას;
** ახორციელებს მოსწავლის მხარდაჭერას სკოლის გარეთ სასწავლო აქტივობებში მონაწილეობისას - შემეცნებითი გასვლითი ღონისძიებები, ლაშქრობა და სხვა;
** ახორციელებს მოსწავლის მხარდაჭერას სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აქტივობების შესრულებისას;
** ეხმარება მოსწავლეს სპეციალისტთა (მაგალითად, ოკუპაციური ან მეტყველების თერაპევტის) მიერ განსაზღვრული სავარჯიშოების და აქტივობების შესრულებისას;
** ზრუნავს საფრთხეების და ბარიერების მინიმუმამდე შემცირებაზე;
** ახორციელებს მასწავლებლის, სპეციალური მასწავლებლების ან სპეციალისტების მიერ განსაზღვრული ქცევის მართვის პროგრამების მხარდაჭერას;
** ახსენებს მოსწავლეს სასკოლო და საკლასო წესებს და ახდენს მათი დაცვის წახალისებას;

ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირის ფუნქცია-მოვალეობაა, მომსახურება გაუწიოს ბენეფიციარს მისი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება მოიცავდეს:

** რთული ქცევის მქონე ბენეფიციარების მხარდაჭერას თვითმოვლისა და ფუნქციური უნარების განვითარებაში;
** დახმარება კვებაში, პირადი ჰიგიენის დაცვასა და სხვა ყოველდღიურ საქმიანობებში;
** უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ზრუნავს საფრთხეების და ბარიერების მინიმუმამდე შემცირებაზე;
** ახორციელებს ბენეფიციარის მხარდაჭერას ცენტრის ყოველდღიურ დღის განრიგთან დაკავშირებული აქტივობების შესრულებისას;
** დღის ცენტრში პრაქტიკული დავალებების შესრულებისას, დაბალანსებული მხარდაჭერის გამოყენებით, ეხმარება ბავშვს პრაქტიკული აქტივობების განხორციელებაში;
** სპეციალური მასწავლებლის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციების შესრულებისას უზრუნველყოფს მოსწავლის სუპერვიზიას და მხარდაჭერას სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით: ვერბალური წახალისება, ფიზიკური და/ან ვერბალური ასისტირება, ინსტრუქციების შეხსენება/გამეორება, ყურადღების წარმართვა/ფოკუსირება;
** ახორციელებს ფსიქოლოგის, სპეციალური მასწავლებლების ან სპეციალისტების მიერ განსაზღვრული ქცევის მართვის პროგრამების მხარდაჭერას;
** დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების გამომუშავების მხარდაჭერა;

კანდიდატის მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში ან მომიჯნავე სფეროში (განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი)
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება

სასურველი უნარები:

** ემოციური სტაბილურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პოზიტიური და მხარდაჭერისკენ ორიენტირებული მიდგომა;
** საიმედოობა და პროფესიული ეთიკის მაღალი დონე;
** ბავშვის საჭიროებების აღქმისა და სათანადო რეაგირების უნარი.

რას გთავაზობთ:

** მეგობრულ, ინკლუზიურ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას (ტრენინგები, კონსულტაციები, სამუშაო შეხვედრები);
** სფეროს პროფესიონალებთან მუშაობას.

შერჩევის ეტაპები:

1. ელექტრონული განაცხადების განხილვა
2. გასაუბრება

განაცხადის წარდგენა:

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 31.03.2026.

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე dcfs.georgia@gmail.com "subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე