Робота для біженців з України
ჭურჭლის მრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: პარაგრაფ გოლფი და სპა აუტოგრაფ ქოლექშენი
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
"Paragraph Golf & Spa, Tabori, Autograph Collection" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1300 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოს ინვენტარის, ჭურჭლის წმენდა/დასუფთავება არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოწესრიგებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** კვებას;
** უნიფორმას;
** ტრანსპორტირებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ.ფოსტაზე hrtabori@paragraphhotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "პარაგრაფ თაბორი რიზორთსი" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს-მ "პარაგრაფ თაბორი რიზორთსი" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "პარაგრაფ თაბორი რიზორთსი" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით მისამართზე ლ.გუდიაშვილის ქ. 2, ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: hrtabori@paragraphhotels.com.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე