|
დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ელემსი
|
|
გამოქვეყნდა: 09 მარტი
/ ბოლო ვადა: 09 აპრილი
|
ვეძებთ სოციალური მედიის მენეჯერს (ციფრულ კრეატორს) ჩვენი ბრენდისთვის!
გაიცანით "ელემსი" და ჩვენი ხედვა: "ელემსი" მშენებლობის მენეჯმენტის კომპანიაა, რომელიც 2010 წლიდან წარმატებით უძღვება მასშტაბურ პროექტებს. ჩვენი პორტფელი მრავალფეროვანია - მოიცავს სასტუმროებს, კომერციულ სივრცეებს, საცხოვრებელ და სამედიცინო ობიექტებს და სხვა. ჩვენ ვმართავთ პროცესებს და ვქმნით სტანდარტს, სადაც მთავარი ღირებულება მინიმალიზმი, ესთეტიკა და პერფექციონიზმია. გვჭირდება ადამიანი, რომელიც ამ ფასეულობებსა და კომპანიის ხასიათს ციფრულ სამყაროში ზუსტად გადმოიტანს.
შენი როლი ჩვენთან: ვეძებთ კრეატიულ, ენერგიულ და დახვეწილი გემოვნების მქონე სოციალური მედიის მენეჯერს. ადამიანს, რომელიც იცხოვრებს კომპანიის ყოველდღიური რიტმით, შექმნის უნიკალურ, არასტანდარტულ კონტენტს და დაგვეხმარება ბრენდის ცნობადობის ზრდაში. თუ შენ გაქვს "artsy" ხედვა და შეგიძლია დაგვანახო ჩვენი პროექტები ახალი, კრეატიული კუთხით - სწორედ შენ გეძებთ!
რას შექმნი ყოველდღიურად?
** ციფრული სახე: Facebook, Instagram, threads და Linkedin პლატფორმების აქტიური და ესთეტიკური მართვა.
** სთორითელინგი: ქართულ და ინგლისურ ენებზე ისეთი ქოფის წერა, რომლის წაკითხვაც ადამიანებს სიამოვნებას მიანიჭებს.
** ვიზუალური ხელოვნება: დიზაინერთან ერთად განსხვავებული ვიზუალების შექმნა, სარეკლამო მასალების მომზადება და ვიდეოკონტენტის კონცეფციების შემუშავება.
** სტრატეგია და რეკლამა: Ads Manager-ის მართვა, მიზნობრივ აუდიტორიაზე მორგებული კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და შედეგების ანალიზი.
** კომუნიკაცია: მომხმარებლებთან პირდაპირი, მეგობრული კავშირი (Inbox/კომენტარები).
ვის ვეძებთ?
** ადამიანს, ვისაც აქვს ციფრული მარკეტინგის ან კომუნიკაციების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (თუ ვიდეოკონტენტის შექმნაც გეხერხება, ეს დიდი პლიუსია!).
** ვინც ფლობს Meta Business Manager-ს.
** ვინც ფლობს თანამედროვე დიზაინისა და ვიდეო-ედითინგის პროგრამებს (მაგალითად: CapCut, Canva, Adobe Suite ან Figma).
** ვისაც შეუძლია კონტენტის დაგეგმვისა და მართვის თანამედროვე ხელსაწყოების ეფექტიანად გამოყენება (მაგალითად: Notion, Google Workspace).
** ვისაც შეუძლია ინგლისურ ენაზე გამართული და საინტერესო ტექსტების წერა.
** ვინც არის კომუნიკაბელური, მხიარული და უყვარს გუნდური მუშაობა.
** ვისთვისაც ხარისხი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა მთავარი ღირებულებაა.
რას გთავაზობს "ელემსი"?
** ესთეტიკური და კომფორტული სივრცე: იმუშავებ ულტრათანამედროვე საერთო სამუშაო სივრცეში (Axis Towers).
** მხარდამჭერი კულტურა: დაგხვდება სტაბილური, მეგობრული გუნდი, სადაც აფასებენ თითოეული თანამშრომლის შრომას.
** განვითარება: სტაბილური გარემო და მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა.
** სიმშვიდე და უსაფრთხოება: უზრუნველყოფილი იქნები ჯანმრთელობის დაზღვევით.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
** ადგილმდებარეობა: ი. ჭავჭავაძის გამზირი #37მ (Axis Towers).
** ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კომპეტენციის, უნარებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
როგორ გამოგვეხმაურო:
თუ ხედავ შენს თავს ამ როლში და გინდა ჩვენთან ერთად შექმნა ინდუსტრიის წამყვანი, საუკეთესო სამშენებლო მენეჯმენტის ბრენდი, გამოგვიგზავნე რეზიუმე მისამართზე: career@lmc.ge. გთხოვთ, სათაურში (Subject) მიუთითოთ - "სოციალური მედიის მენეჯერი".
თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ "ელემსის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და შენახვაზე 1 (ერთი) წლის ვადით, სამომავლო ვაკანსიებზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ ან მათი წაშლა.
|
|
|
|