|
დასახელება:
ტენდერი საწვავის შესყიდვაზე
|
| მომწოდებელი:
CENN
|
|
გამოქვეყნდა: 09 მარტი
/ ბოლო ვადა: 16 მარტი
|
"CENN" აცხადებს ტენდერს საწვავის შესყიდვაზე.
კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:
** ბენზინი - სუპერი, დაახლოებით 5, 000 ლიტრი;
** ბენზინი - პრემიუმი, დაახლოებით 10, 000 ლიტრი;
** დიზელი - ევროდიზელი, დაახლოებით 2, 000 ლიტრი;
** სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ, 2026 წლის 16 მარტის 18:00 საათამდე, CENN-ის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tenders@cenn.org (Subject: CENN - Fuel Purchase Service Tender)
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
** კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
** მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (Price List - დღგ-ს ჩათვლით);
** სადგურების რაოდენობა და ადგილმდებარეობა (სავალდებულო);
** 2026 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (სავალდებულო).
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
** მომსახურების ფასი;
** დაფარვის არეალი;
** განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
** შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მამფორია
ტელ: +995 32 275 19 03 / 04
მობ: +995 591 21 99 11
|
|
|
|