Робота для біженців з України
უსაფრთხოების თანამშრომელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: საქართველოს ადიქტოლოგიის სამედიცინო კორპორაცია
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
შპს "საქართველოს ადიქტოლოგიის სამედიცინო კორპორაცია" ქალაქ ქუთაისში მრავალი წლის განმავლობაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ნარკოლოგიური და ფსიქიატრიული პროფილის პაციენტებს პროფესიონალურ მომსახურებასა და დამოკიდებულების მართვაზე ორიენტირებულ მკურნალობას სთავაზობს.

მისამართი: ქ. ქუთაისი, ნოდარ დუმბაძის ქუჩა N59

აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უსაფრთხოების თანამშრომელი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 24-საათიანი მორიგეობა ყოველ მესამე დღეს
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** დაწესებულებაში წესრიგისა და კონტროლის დაცვა
** თანამშრომლების, პაციენტებისა და ვიზიტორების უსაფრთხოების მონიტორინგი
** ინციდენტებზე დროული რეაგირება
** შიდა რეგულაციებისა და უსაფრთხოების წესების შესრულების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დისციპლინირებულობა და ორგანიზებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: gamc.hr.info@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: +995 593 222 205.

შენიშვნა: თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "საქართველოს ადიქტოლოგიის სამედიცინო კორპორაციის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე