|
დასახელება:
ჰოსტესი, SMM
|
| მომწოდებელი:
რესტორანი
|
|
გამოქვეყნდა: 09 მარტი
/ ბოლო ვადა: 09 აპრილი
|
ვაკანსია: ჰოსტესი & SMM (ჰიბრიდული პოზიცია)
თბილისში მდებარე პრემიუმ კლასის რესტორანი ეძებს ამბიციურ, "ცოცხალ" და სხარტ კადრს. ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც იქნება ჩვენი ბრენდის მთავარი მასპინძელი და ამავდროულად შექმნის "ლაივ" კონტენტს სოციალური მედიისთვის.
ძირითადი პირობები:
** ანაზღაურება: 3000 ლარი;
** სამუშაო გრაფიკი (კვირაში 6 დღე);
** ფიზიკურად რესტორანში: 17:00-00:00;
** ონლაინ ჩართულობა (Customer Support): 14:00-23:00;
** ლოკაცია: თბილისი.
შენი მთავარი მოვალეობები (პრიორიტეტული):
1. მასპინძლობა და ჯავშნების მენეჯმენტი (Hostess):
** ჯავშნების სტრატეგიული განლაგება: დარბაზის დატვირთულობის დაგეგმვა, მაგიდების სწორი გადანაწილება და ნაკადის მართვა;
** სტუმრების დახვედრა, მათი განწყობის შექმნა და პროფესიონალური გაცილება;
** შეფასებებზე (Reviews) მუშაობა: სტუმრებთან აქტიური, ცოცხალი კომუნიკაცია მათ მიერ დატოვებულ უკუკავშირზე (Feedback) და რეპუტაციის მართვა.
2. SMM და კონტენტის შექმნა:
** ვიდეოგრაფია: მობილურით სწრაფი, ხარისხიანი ვიდეოების გადაღება და მონტაჟი (Reels/TikTok);
** Copywriting: პოსტებისთვის "ჰუკების" (Hooks) მოფიქრება და ტექსტების ადაპტირება;
** Customer Support: 14:00-დან 23:00-მდე სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებზე და კომენტარებზე ოპერატიული პასუხი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უცხო ენები: ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
** გამოცდილება ვიდეო მონტაჟსა (CapCut/VN/InShot) და სოციალური მედიის მართვაში.
პიროვნული თვისებები:
** სისხარტე;
** სისწრაფე;
** ამბიციურობა;
** თავდაჯერებულობა.
თუ თვლი, რომ ხარ ენერგიული და შეგიძლია მართო სიტუაცია, გამოგზავნე CV და შენი ნამუშევრების ნიმუში (ან Instagram/TikTok ლინკი) ელ-ფოსტაზე: maia.gelashvili.recruitment@gmail.com
|
|
|
|