Робота для біженців з України
უმცროსი ბუღალტერი - მცხეთა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: უნიბოქსი
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
კომპანია "უნიბოქსი"-ს გუნდში ვიწვევთ უმცროს ბუღალტერს

კომპანია "უნიბოქსი" უკვე 7 წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და საქმიანობს მაღალი ხარისხის ტალღოვანი მუყაოს ყუთების წარმოებით. ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და ვეძებთ მოტივირებულ წევრს უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: მცხეთა, ნატახტარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული და პირველადი დოკუმენტაციის პროგრამული დამუშავება;
** შესაბამისი საბუღალტრო გატარებების წარმოება;
** საგადასახადო პორტალზე (RS.GE) მუშაობა;
** სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების გადამოწმება და კონტროლი;
** საბანკო და სალარო ოპერაციების წარმოება;
** კომპანიის საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვაში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა პროგრამა SuperFin-ში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა;
** MS Office (განსაკუთრებით MS Excel) კარგ დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** სტაბილურ სამუშაო პირობებს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე რეზიუმე მისამართზე: hr@fabrica1900.ge.

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "უნიბოქს"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

"უნიბოქსი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე