Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=706309&print=yes&view=jobs
 
ფრონტ ოფისის დეპარტამენტში ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრონტ ოფისის დეპარტამენტში ადმინისტრატორი
მომწოდებელი: White Sails
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
ბათუმში მდებარე მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი "ვაით სეილსი - White Sails" აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის დეპარტამენტში ადმინისტრატორის პოზიციაზე.

White Sails არის თანამედროვე პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვის პირველ ზოლში.

2020 წელს აშენებული კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია 1098 აპარტამენტი, 27-მეტრიანი ღია საცურაო აუზი, რომელიც გათვლილია როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის, 13, 000 კვ.მ. რეკრეაციული სივრცე, საბავშვო და სპორტული მოედნები, პარკინგი, 24-საათიანი რეცეფცია.

ჩვენი მიზანია საუკეთესო მომსახურების შეთავაზება ჩვენი კომპლექსის სტუმრებისთვის და მუდმივი მაცხოვრებლებისთვის, ამ მიზნის მიღწევაში გვეხმარება ჩვენი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი.

ჩვენ გთავაზობთ ჯანსაღ სამუშაო გარემოს და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

პოზიცია: ადმინისტრატორი
სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე 12 საათიანი ცვლა როგორც დღის, ასევე ღამის (2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე)
ანაზღაურება: 1100 ლარი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
მისამართი: ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N5

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და მომსახურება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად, მეგობრული და პროფესიონალური გარემოს უზრუნველყოფა
** სტუმრების Check-in / Check-out პროცესების მართვა და მონაცემების სიზუსტის კონტროლი
** ოთახების ჯავშნების მიღება და დამუშავება (ტელეფონი, ელ.ფოსტა, ონლაინ პლატფორმები), OTA პლატფორმებთან (Booking.com, Expedia, Airbnb და სხვ.) მუშაობა
** სასტუმროს სისტემაში (PMS) ჯავშნების და ოთახების ხელმისაწვდომობის განახლება
** სტუმრების გადახდების, ინვოისების, დეპოზიტებისა და თანხის დაბრუნების სწორად დამუშავება
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს და კომპლექსში არსებული სერვისების შესახებ
** სტუმრების მოთხოვნების, შეკითხვებისა და საჩივრების ეფექტური მართვა და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია
** ოთახების მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობა ჰაუსქიფინგისა და ტექნიკურ დეპარტამენტებთან
** სტუმრების რეგისტრაცია, იდენტიფიკაციის გადამოწმება და საჭირო დოკუმენტაციის სწორად წარმოება
** სტუმართან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა
** სამუშაო სივრცის, რეცეფციისა და ლობის მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა
** კომპანიის შიდა სტანდარტების დაცვა (უნიფორმა, პროფესიული ეთიკა და მომსახურების ხარისხი)
** საჭირო რეპორტინგის წარმოება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან მიმდინარე უმაღლესი განათლება ტურიზმის, სტუმარმასპინძლობის ან შესაბამის სფეროში სასურველია
** სამუშაო გამოცდილება სასტუმროს რეცეფციის ან სტუმართან მომსახურების სფეროში სასურველია
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა სავალდებულოა (სხვა უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
** სასტუმროს მართვის პროგრამებთან (PMS) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ონლაინ დაჯავშნის პლატფორმებთან (Booking.com, Expedia, Airbnb და სხვ.) მუშაობის საბაზისო ცოდნა
** ნაღდ და უნაღდო გადახდებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია

აუცილებელი უნარები:

** ძლიერი კომუნიკაციისა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ
** პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის უნარი
** გუნდში მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაციის უნარი
** დროის მართვისა და ორგანიზებულობის უნარი
** პროფესიული ეტიკეტის დაცვა და პოზიტიური დამოკიდებულება სტუმრების მიმართ

ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:

** ფასდაკლებას კომპლექსში განთავსებულ რესტორნებში, სპა-ცენტრში, სავარჯიშო დარბაზებში, აუზსა და სხვა სერვისებზე
** ჯანმრთელობის დაზღვევას, თქვენი ფიზიკური კეთილდღეობის მხარდასაჭერად
** უზრუნველყოფილ კვებას სამუშაო დღეებში
** Day Off- დამატებით 6 ანაზღაურებად დასვენების დღეს
** დაბადების დღის აღსანიშნავად დამატებით ანაზღაურებად დასვენების დღეს
** პროფესიონალური განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას - ტრენინგები და განვითარების პროგრამები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: hr@wsr.ge და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება White Sails-ის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად. განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია