Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=706303&print=yes&view=jobs
 
ფინანსისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
ერთ-ერთი მსხვილი ტექნოლოგიური და ძალიან საინტერესო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსისტის პოზიციაზე.

აქ დაგხვდებათ პროფესიონალთა გუნდი, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ უფრო მეტის სწავლას სამომავლო ზრდა-განვითარებისთვის.
გუნდურობა, ლოიალობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და საქმის მიმართ პრინციპული დამოკიდებულებები, შესასრულებელი დავალებებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტებია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვეძებთ მოტივირებულ ადამიანს, რომელსაც აქვს აღნიშნულ სფეროში მიღებული გარკვეული გამოცდილება და მზადაა შემოუერთდეს ჩვენს გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** შვილობილ კომპანიებს შორის შიდა ვაჭრობის ბუღალტრული გატარებების კონტროლი (რეალიზაციები, გადაფარვები);
** ფულადი სახსრების მოძრაობის ყოველკვირეული უწყისის (Cash Flow) მომზადება;
** არასაოპერაციო აქტივობების, სესხების პროცენტები, ვენდორებისგან მიღებული პრემიების მოცულობისა და დროში გადახდით, სავალუტო ვაჭრობისას მიღებული სხვაობის შესახებ ანგარიშის წარმოება;
** ჯგუფში შემავალი შვილობილი კომპანიებისა და დეპარტამენტების ჭრილში ყოველთვიური ფინანსური ანგარიშების წარმოება:
** მოგება-ზარალის უწყისის შედგენა;
** სახელფასო ცვლილებები;
** გაყიდვების თვითღირებულების ანგარიში (მწარმოებლებისა და კლიენტების ინდუსტრიების ჭრილში);
** ბიზნესის განვითარების ხარჯების ანგარიში;
** ბიზნეს გეგმების თუ ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება და პროცესის კოორდინაცია, ბიუჯეტირების ფაილის მომზადება, შევსებული ფაილების სისწორის კონტროლი და დამტკიცებული ფაილების ატვირთვა სისტემაში;
** ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და ანალიზი;
** ინვენტარიზაციის ჩასატარებლად ბუღალტრული ნაშთების მიწოდება კომისიის წევრებისთვის;
** ჯგუფში შემავალი შვილობილი კომპანიების შიდა სესხების პროცენტების დათვლა;
** აუდიტორული შემოწმების პროცესში კომპანიის მხრიდან აქტიური მონაწილეობა;
** ვენდორებისთვის (HP, Acer, MS, Oracle) გადარიცხვების დაგეგმვა და ინფორმაციის მიწოდება;
** უცხოური ვენდორებისა და ბანკებისთვის საჭიროების/მოთხოვნის შემთხვევაში ფინანსური ანგარიშების მომზადება/მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში რეალიზაციის წინასწარი ანგარიში;
** ხელმძღვანელის ინფორმირება არასტანდარტული და/ან პრობლემური განხორციელებული, მიმდინარე და მომავლისთვის დაგეგმილი ოპერაციების შესახებ;
** კომპანიასთან, პარტნიორებთან და კლიენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით.

აუცილებელია შემდეგი კომპონენტების ცოდნა:

** მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვა;
** ფინანსური ანგარიშგება/ანალიზი;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების პრინციპები;
** Microsoft Office : Word, Excel, Outlook (Excel მაღალ დონეზე ცოდნა);
** Microsoft Nav, Microsoft Dynamics 365 Business Central;
** Power BI.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ინფორმაციის/მონაცემთა შეგროვების, დამუშავების და ანალიზის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი.

დასაქმების პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურების რეინჯი: 4500-5000 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 9 აპრილის ჩათვლით ელ.ფოსტაზე vacancy.trainee@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ: "ფინანსისტი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია