Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=706284&print=yes&view=jobs
 
AML ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: AML ოფიცერი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 25 მარტი
"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას AML ოფიცრის თანამდებობაზე.

გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" თბილისის ფილიალის გუნდში!

"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** საოპერაციო დღის განმავლობაში საბანკო ტრანზაქციების კონტროლი, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების გამოვლენა და ანგარიშგების გაგზავნა ფინანსური მონიტორინგის სამსახურში;
** AML პროგრამის მიერ საეჭვოდ მიჩნეული კლიენტების და ტრანზაქციების გაანალიზება;
** კონსულტაციების გაწევა ბანკის თანამშრომლებისთვის მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებით წარმოქმნილი საკითხების შესახებ, მათ შორის კლიენტის იდენტიფიკაციის და შესწავლის პროცესში და მათ მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის რისკის შეფასებისას;
** ბანკის თანამშრომლებისთვის AML ტრენინგის ორგანიზება და ჩატარება.
** საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის მოძიება და დროულად წარდგენა;
** განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის მონიტორინგი და დროული რეაგირება მიღებულ მოთხოვნებზე.
** ახალ და არსებულ პროცესებთან/პროდუქტებთან დაკავშირებულ ბანკის შიდა სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და პროცესის მონიტორინგი;
** საერთაშორისო და ადგილობრივი სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების კონტროლი და აღსრულება;
** ბანკისთვის რელევანტური საკანონმდებლო და ნორმატიული ცვლილებების მონიტორინგი და მათი დანერგვის კოორდინაცია;
** კანონმდებლობასთან შესაბამისობის რისკის შეფასება და მონიტორინგი;
** ბანკის მიერ ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
** ეროვნული ბანკისა და სხვა ორგანოების მიერ გაცემული რეკომენდაციების დროულ შესრულებაზე კონტროლი;
** შუამავლის როლის შესრულება გარე მხარეებთან (ეროვნული ბანკი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, საბანკო ასოციაცია და სხვ.) და ასევე პროკრედიტ ჰოლდინგთან კომუნიკაციაში.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (როგორც წერითი ასევე ვერბალური უნარები);
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა.

დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — "AML Officer" შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 25.03.2026

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22; geo.info@procredit-group.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია