Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: Golden Boutique Hotel
გამოქვეყნდა: 09 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
სასტუმრო "Golden Boutique Hotel" და სასტუმროს კაფე აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

ხელფასი: შეთანხმებით (ლარი)
გრაფიკი: შეთანხმებით

მოვალეობები:

** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლებისთვის კვების მომზადება და სამუშაო სივრცის დასუფთავება;
** სტანდარტების შესაბამისად, მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა;
** უშუალო მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
** ენერგიულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროს სფეროში;
** პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად)

გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gnthotel@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე